იანვარში აზერბაიჯანის აგროექსპორტი 75%-ით გაიზარდა

78 Views

2017 წლის იანვარში, აზერბაიჯანმა 33 მლნ. 537 ათასი დოლარის, სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტი განახორციელა, რაც 75%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. იტყობინება აზერბაიჯანის სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

ექსპორტის უდიდესი ნაწილი ხილზე და ბოსტნეულზე მოდის.

2017 წლის იანვარში, აზერბაიჯანიდან ექსპორტზე გავიდა 17 მლნ. 524 ათასი დოლარის (38,7% ზრდა) 15,936 ათასი ტონა ხილი (44,8% ზრდა) და 6 მლნ. 321 ათასი დოლარის (100,0% ზრდა) 6,796 ათასი ტონა ბოსტნეული (130,0 % ზრდა).

საანგარიშო პერიოდში საგრძნობლად გაიზარდა, ბამბის, ტყავის მასალის და თამბაქოს ექსპორტიც.

2016 წელს, აზერბაიჯანმა 426 მლნ. 112 ათასი დოლარის სოფლის მეურნეობის პროდუქტის ექსპორტი განახორციელა, რაც 20,7%-ით მეტია 2015 წლის მონაცემებზე.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB