ჰოლანდიელმა ექსპერტებმა მეხილეობაზე სემინარი ჩაატარეს

65 Views

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, ვაგენინგენის უნივერსიტეტის (ნიდერლანდების სამეფო) ექსპერტებმა მეხილეობის საკითხებზე ოთხდღიანი სემინარი ჩაატარეს.

სემინარზე ვაგენინგენის უნივერსიტეტის ექსპერტებმა ხეხილოვანი კულტურების (ვაშლი, მსხალი, ატამი, ბალი, ქლიავი) წარმოების თანამედროვე ტექნოლოგიების, ხეხილის ბაღის გაშენების სპეციფიკის, მოწყობისა და დიზაინის, სხვლა-ფორმირების, ირიგაციისა და მცენარეთა ინტეგრირებული დაცვის საკითხებზე ისაუბრეს.

სასწავლო კურსის ფორმატში განიხილეს ხეხილოვანი კულტურების წარმოების სრული ციკლის დაგეგმვისა და ჰოლანდიაში მეხილეობის დარგში არსებული ინოვაციების საკითხებიც.

სასწავლო კურსის პრაქტიკული ნაწილის ფარგლებში, მსმენელებმა წილკანსა და ჯიღაურაში მდებარე ხეხილის და ვაზის საკოლექციო ნაკვეთები, აგრეთვე ცენტრის ლაბორატორიები დაათვალიერეს და კვლევების მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ.

მეხილეობის დარგის საკითხებზე გამართულ სემინარს სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები, ფერმერები, ექსტენციონისტები და აგროკონსულტანტები ესწრებოდნენ.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB