HACCP-ის ალიანსის აკრედიტირებული კურსი ქართველი მეწარმეებისთვის

249 Views Comment Off

«მომავლის ფერმერის» მოწვევით და ACDI/VOCA «ფერმერი ფერმერს» პროგრამის დახმარებით და კაჭრეთის პროფესიულ კოლეჯ „აისის მხარდაჭერით 20, 21, 22 ივნისს ჩატარდება HACCP — ის საერთაშორისო ალიანსის მიერ აკრედიტირებული, სერტიფიცირებული 3 დღიანი კურსი, რომელსაც გაუძღვება HACCP-ის საერთაშორისო ალიანსის ინსპექტორი, აიდაჰოს უნივერსიტეტის პროფესორი ჯეფ კრონენბერგი. მას ამ მიმართულებით მუშაობის 30 წლიანი სამუშაო გამოცდილება გააჩნია.

კურსის გავლის შემდეგ მონაწილეები გავლიან ტესტირებას, რის საფუძველზეც მათ გადაეცემათ HACCP — ის საერთაშორისო ალიანსისა და აიდაჰოს უნივერსიტეტის ბეჭდებით დამოწმებული სერტიფიკატი.

აღნიშნული სერტიფიკატი უფლებამოსილებას ანიჭებს ტრენინგის მონაწილეს საკუთარ საწარმოში თავად დანერგოს HACCP და გადაამზადოს თანამშრომლები. მონაწილეებს გადაეცემათ სასწავლო მასალები ქართულ და ინგლისურ ენებზე.

აღსანიშნავია, რომ კრონენბერგი 2 წლის წინ «მომავლის ფერმერის» მოწვევით და ACDI/VOCA «ფერმერი ფერმერს» პროგრამის დახმარებით იმყოფებოდა საქართველოში და გადაამზადა აგრომეწარმეები, რომელთა დიდმა ნაწილმა საკუთარ საწარმოში HACCP თავად დანერგა, საკონსულტაციო კომპანიების დახმარების გარეშე. ასევე, ესწრებოდნენ სპეციალისტები, რომლებმაც მნიშვნელოვნად გაიღრმავეს ცოდნა.

კურსი ჩატარდება მხოლოდ 35 მონაწილისთვის.

კანდიდატები შეირჩევა შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით:

  • მეწარმე (მისი წარმომადგენელი), რომელსაც კანონმდებლობით ეხება HACCP — ის დანერგვა, აქვს დაწყებული პროცესი, დაასრულა ან აქვს განზრახული;
  • საკონსულტაციო კომპანიის წარმომადგენელი / სპეციალისტი, რომელიც მეწარმეებთან მუშაობს HACCP — ის მიმართულებით;
  • სურსათის უვნებლობის ინსპექტორი.

აკრედიტირებული კურსის, 3 დღის განმავლობაში კვების, ორჯერადი ყავის შესვენების და სხვა ყველა ხარჯს იღებს „მომავლის ფერმერი“, მონაწილისთვის არის უფასო.

გადასახდელი ექნება მხოლოდ სერტიფიკატის ღირებულება, რომელიც შეადგენს 50 ლარს და რომელიც ირიცხება აიდაჰოს უნივერსიტეტში. სერტიფიკატის აღება ნებაყოფლობითია.

დაინტერესების შემთხვევაში მოგვწერეთ თქვენი საქმიანობის შესახებ

ელ. ფოსტა: rusikog@yahoo.com
ან დაგვიკავშირდით 2746394 / 568 100 190.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 9 ივნისი.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
საქართველოში მებოცვრეობის განვითარების პერსპექტივები — ინტერვიუ ჯენიფერ ბოუმანთან
274 Views

„ვფიქრობ, საქართველო ბოცვრის ხორცის შესანიშნავი მიმწოდებელი შეიძლება იყოს სხვადასხვა ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპისთვის  - ჯენიფერ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ალოე — სამკურნალო თვისებები და რამდენიმე რეცეპტი
6027 Views

ალოე (ლათ. Aloe arborescens) საქართველოში ველური სახით არ გვხვდება, მაგრამ იგი თითქმის ყოველ ოჯახს აქვს და ყველასათვის კარგადაა ცნობილი, როგორც ოთახის

სრულად
აგროკავკასია FB