გლობალურმა ფასებმა ხორბალზე მოიმატა, ზეთსა და შაქარზე დაიკლო

146 Views

გლობალურმა ფასებმა ხორბალზე მკვეთრად მოიმატა, ხოლო მცენარეულ ზეთსა და შაქარზე დაიკლო, შედეგად, FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი აგვისტოში სტაბილური დარჩა.

დღეს გამოქვეყნებულმა ყოველთვიურმა სურსათის ფასის ინდექსმა აგვისტოში 167.6 ქულა შეადგინა, თითქმის იგივე, რაც ივლისის თვეში და 5.4 პროცენტით ნაკლები, ვიდრე 2017 წლის აგვისტოში.

FAO-ს მარცვლეულის ფასების კოეფიციენტი ერთ თვეში 4.0 პროცენტით გაიზარდა. ეს ძირითადად ხორბლის ფასის გაორმაგებამ განაპირობა, რაც ევროპასა და რუსეთში მოსავლის შემცირების პროგნოზმა გამოიწვია. 3 პროცენტით გაიზარდა სიმინდის ფასი, ხოლო ბრინჯი იგივე ნიშნულზე დარჩა.

მცენარეული ზეთის ფასების კოეფიციენტი ივლისიდან 2.6%-ით შემცირდა და მიუახლოვდა სამი წლის წინანდელ ნიშნულს პალმის, სოიოსა და მზესუმზირის ზეთზე. პალმის ზეთის ფასის შემცირება იმპორტზე დაბალმა გლობალურმა მოთხოვნამ განსაზღვრა.

რძის ფასის ინდექსი მესამე თვეა მცირდება, ამჯერად მან 1.5 პროცენტით დაიწია. ვიდრე ევროპასა და ავსტრალიაში გვალვების გამო შესაძლოა რძის წარმოება შემცირდეს, ახალი ზელანდია დამაიმედებელ პროგნოზს აკეთებს.

5.4 პროცენტით შემცირდა FAO-ს შაქრის ფასის კოეფიციენტი და ბოლო ათწლეულში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. მიზეზი ყველაზე მსხვილ ექსპორტიორ ქვეყნებში, ბრაზილიასა და ინდოეთში ვალუტის გაუფასურება გახდა.

FAO-ს ხორც პროდუქტების ფასის კოეფიციენტი აგვისტოში უცვლელი დარჩა. ღორისა და ცხვრის ხორცზე მოთხოვნა გაიზარდა ჩინეთში, რამაც შეამცირა ფასი ფრინველის ხორცზე.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი წარმოადგენს ძირითადი საკვები პროდუქტების კალათაში საერთაშორისო ფასების ყოველთვიური ცვლილების საზომს.

8Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB