გლიფოსატის გამოყენების ვადა ევროპაში 18 თვით გახანგრძლივდა

260 Views Comment Off

ევროკომისიამ ევროპაში გლიფოსატის გამოყენების ვადა 2017 წლის დეკემბრამდე გაახანგრძლივა.

მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ჰერბიციდის გამოყენების ვადა, 2016 წლის 30 ივნისს იწურებოდა, ევროკომისიამ გაითვალისწინა რა პრობლემები, რომელიც შეიძლება შეიქმნას სოფლის მეურნეობაში, გლიფოსატის მოხმარების ვადა ევროპაში — 18 თვით გაახანგრძლივა.

გლიფოსატი (N-ფოსფონომეთილ–გლიცინი) არის სისტემური, ფართო სპექტრის ჰერბიციდი, რომელიც ბლოკირებას უკეთებს მცენარეებში პროტეინის წარმოების ენზიმებს. ეს ნიშნავს, რომ იგი მომაკვდინებელია დიდი ნაწილი იმ მცენარეებისთვის, რომლებიც გენეტიკურად არაა მოდიფიცირებული ისე, რომ გაუძლოს ამ ზემოქმედებას.

გარდა ამისა, იგი ფართოდ გამოიყენება გმ–მცენარეების კულტივირების დროს, რადგან ასეთი მცენარეების 85%–ზე მეტი მოდიფიცირებულია იმდაგვარად, რომ უძლებს ამ ჰერბიციდის მოქმედებას. (საქართველოს მწვანეთა მოძრაობა)

გლიფოსატი დაპატენტებულ იქნა მონსანტოს მიერ 1970 წელს და ამ კომპანიის ბრენდი რაუნდაპ (Roundup®) მსოფლიო გაყიდვების ლიდერი გახდა.

საპატენტო ვადის გასვლის შემდეგ, გლიფოსატის გამოშვება დაიწყეს სხვადასხვა წამყვანმა კომპანიებმა, მათ შორის: BASF, Bayer CropScience, Dow AgroSciences, DuPont, Nantong Jiangshan Agrochemical & Chemicals Co., Nufarm Limited, SinoHarvest …

გლიფოსატი  მსოფლიოში ყველაზე ფართოდ გაყიდვადი და გამოყენებული ჰერბიციდია.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB