ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი გაიზარდა

63 Views Comment Off

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2016 წლის იანვარ-მაისში საქართველოდან მსოფლიოს 34 ქვეყანაში ექსპორტირებულია 15 053 106 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 44%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს.

საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 35,04 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 16%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროკავშირის ქვეყნების, ისე ჩინეთისა და სხვა ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ჩინეთი — 106% (1 242 523), უკრაინა — 73% (1 853 663), რუსეთი — 59% (7 560 974), ბელარუსი — 77% (262 838), ლიტვა — 46% (244 368), პოლონეთი — 30% (835 792), ესტონეთი — 17% (236 496), ყირგიზეთი — 171% (107 646), გერმანია — 31% (141 328), კანადა — 25% (77 100), დიდი ბრიტანეთი — 79% (52 126) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი — 7 560 974 ბოთლი; უკრაინა -1 853 663 ბოთლი; ყაზახეთი- 1 620 046 ბოთლი; ჩინეთი — 1 242 523 ბოთლი; პოლონეთი — 835 792 ბოთლი.

ამასთან, მსოფლიოს 13 ქვეყანაში ექსპორტირებულია 3 330 333 ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 69%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 7,7 მლნ აშშ დოლარის ღირებულების — ზრდა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 35%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 61,1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის 5 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 45,5 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB