ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის 10 თვის მონაცემები

ღვინის

2019 წლის იანვარ-ოქტომბერში საქართველოდან მსოფლიოს 53 ქვეყანაში  75,6 მლნ-მდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინოა ექსპორტირებული, რაც 2018 წლის ამავე მაჩვენებელს 11%-ით აღემატება.  ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 195 მლნ აშშ დოლარს აღწევს,  რაც 2018 წლის ანალოგიურ  მონაცემზე 20%-ით მეტია.

ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე: აშშ – 51% (603762 ბოთლი), დიდი ბრიტანეთი – 3% (106855), პოლონეთი – 16% (3225982) და ჩინეთი – 12% (6060265).

ზრდა აღსანიშნავია ასევე შემდეგ ქვეყნებში: ლიეტუვა – 56% (570948), გერმანია – 34% (506565), ბელარუსი – 62% (2193257), ისრაელი – 85% (240893), ესტონეთი – 20% (559412), რუსეთი – 11% (47201598), მოლდოვა – 7090% (509018), ნიდერლანდები – 28% (81562), ჩეხეთი 98% – (66144), შვედეთი – 460% (64962), ბულგარეთი – 73% (32934), ავსტრალია – 16% (19756), კანადა – 12% (134850), მონღოლეთი – 38% (224652), და ა.შ.

ექსპორტიორი ქვეყნების ათეულია: რუსეთი (47201598), უკრაინა (8306807), ჩინეთი (6060265), პოლონეთი (3225982), ყაზახეთი (2958618), ბელარუსი (2193257), ლატვია (1089768), აშშ (603762), ლიეტუვა (570948) და ესტონეთი (559412).

10 თვის მონაცემებით, სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 302-მა კომპანიამ განახორციელა.

ამასთან, მსოფლიოს 23 ქვეყანაში ექსპორტირებულია 23,8 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი, რაც 52%-ით აღემატება 2018 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს. ბრენდის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 50,8 მლნ აშშ დოლარი შეადგინა (ზრდა 58%). მსოფლიოს 27 ქვეყანაში ექსპორტირებულია 521,7 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა, ექსპორტის ზრდამ 62% შეადგინა. ჭაჭის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 1,5 მლნ აშშ დოლარს აღწევს (ზრდა 58%).

მთლიანად ღვინის, ბრენდი, ჭაჭის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ბრენდის ექსპორტის შედეგად მიღებულია 284 მლნ აშშ დოლარი, რაც 12%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

თქვენი რეკლამა