ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის განხილვა

77 Views Comment Off

სასტუმრო „Tbilisi Marriott“-ში „ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტი“ განიხილეს, განხილვაში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმაც მიიღო მონაწილეობა.

როგორც ლევან დავითაშვილმა მისასალმებელ სიტყვაში აღნიშნა, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლები დარგის რეფორმირებისა და ინსტიტუციური მოწყობის პროცესში მაქსიმალურად უნდა იყვნენ ჩართულები.

„გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციასთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა ღვინის სექტორში, ახალი სტრატეგიული გეგმის ჩამოყალიბებაზე. ამავე დროს ღვინის მართველობით რგოლის რეორგანიზაციის და რესტრუქტურიზაციაზე დარგის მეტი ჩართულობის გათვალისწინებით, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ღვინის სააგენტოს რეფორმირება შეიძლება მოხდეს. ამ პროცესში კი ძალიან მნიშვნელოვანია იმ პოზიციების გათვალისწინება, რომელიც კერძო სექტორს გააჩნია, ამიტომ სამუშაო პროცესი წელიწადზე მეტია მიმდინარეობს“, — განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

შეხვედრაზე მოხსენებით ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილი გამოვიდა და „ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტის“ მიზანზე ისაუბრა.

გიორგი სამანიშვილის განცხადებით, არსებული პროექტის მეშვეობით, მეღვინეობის დარგის შესაბამის სახელმწიფო უწყებებსა და კერძო სექტორს შორის კოორდინაცია კიდევ უფრო გაუმჯობესდება, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში კი კერძო სექტორის უფრო მეტი ჩართულობა მოხდება.

„ღვინის სექტორის ინსტიტუციური რეფორმის პროექტში“ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მოწვეული, მეღვინეობის დარგის საერთაშორისო ექსპერტი ჯონბარ კერი მონაწილეობს, რომელიც განხილვის მიზნით, საქართველოს უკვე მესამედ ეწვია.

აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია სურსათისა და სოფლის მეურნეობის საერთაშორისო ორგანიზაცია FAO.

განხილვაში კერძო სექტორის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ მათ შორის: ასოციაცია „ქართული ღვინო“, „კახეთის მეღვინეთა გილდია“, „ქვევრის ფონდი“, საქართველოს სომელიეთა ასოციაცია და სხვა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1252 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1309 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB