ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებული ღვინოები და კომპანიები

ღვინო

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის  WinExpo Georgia 2017-ის ფარგლებში, 9-10 ივნისს   ღვინის მე-9 საერთაშორისო  კონკურსი – 9th International Wine Award  2017- გაიმართა.

კონკურსზე  როგორც მსხვილი კომპანიების, ისე მცირე და საოჯახო მარნების, ჯამში 43 კომპანიის, 164 სხვადასხვა სახის ღვინო იყო წარდგენილი. 10 ივნისს, საზეიმო ცერემონიაზე  6 კატეგორიაში გამარჯვებული ღვინოები გამოავლინეს და  ოქროს (26 მედალი), ვერცხლის (36), ბრინჯაოს (84) მედლები და საერთაშორისო დიპლომები გადასცეს.

წლის საუკეთესო  ღვინოებად   ღვინის კომპანია შუმის ,,საფერავი გეორგიკა  2013“ (წითელი მშრალი) და კომპანია ქვევრის ღვინის მარანის ,,ქვევრის მწვანე 2016“ (ქვევრის თეთრი მშრალი) აღიარეს.

წელს პირველად,  საუკეთესო ღვინოებს სპეციალური პრიზი ე.წ ,,ტროფი“ (TROPHY)  და ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწესებული სახელობითი მედლები გადაეცათ:

  • საუკეთესო თეთრი მშრალი ღვინო – ივანე მუხრან-ბატონის სახელობის ოქროს მედალი

მწვანე (2015) – კომპანია ბატონო;

  • საუკეთესო წითელი მშრალი ღვინო – ალექსანდრე ჭავჭავაძის სახელობის ოქროს მედალი;

საფერავი გეორგიკა (2013) – ღვინის კომპანია შუმი;

  • საუკეთესო თეთრი ნახევრად ტკბილი ღვინო – დიმიტრი ყიფიანის სახელობის   ოქროს მედალი

ტოლიბაში (2016) – კომპანია Wine Products of Spirits;

  • საუკეთესო თეთრი ქვევრის ღვინო – ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი

ქვევრის მწვანე (2016) – კომპანია ქვევრის ღვინის მარანი;

  • საუკეთესო წითელი ქვევრის ღვინო – ზაქარია ჯორჯაძის სახელობის ოქროს მედალი.

საფერავი (2015) – კომპანია ბატონო;

ტრადიციულად, კონკურსში მონაწილე  ღვინოები ენოლოგებით, საერთაშორისო ექსპერტებით და სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა ჟიურიმ შეაფასა. წელს კონკურსის ჟიურის წარმოადგენდნენ: ჟიურის თავმჯდომარე, ღვინის მაგისტრი – ტიმ ატკინი (Mr. Tim Atkin MW – ბრიტანეთი), ღვინის მაგისტრი – კენიჩი ოჰაში (Kenichi Ohashi MW – იაპონია), ოსტატი სომელიე  – ისა ბალი (Isa Bal MS – თურქეთი), ღვინის ექსპერტი – სარა ებოტი (Sarah Ebot – დიდი ბრიტანეთი), ენოლოგი – მიხეილ მესხი (საქართველო) და ენოლოგი – გოგი დაქიშვილი  (საქართველო).

როგორც ჟიურის თავმჯდომარემ, ბრიტანელმა ღვინის მაგისტრმა  ტიმ ატკინმა აღნიშნა, ქართული ღვინო, მისი შესაძლებლობა და პოტენციალი  უსაზღვრო და ამოუწურავია.  მისი თქმით, ყოველწლიურად იზრდება კონკურსში მონაწილე ახალი კომპანიების რიცხვი, რაც მისასალმებელია და იმის დასტურია, რომ დარგი სწრაფად ვითარდება და სწორი გზით მიდის.

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში გამართულ ღვინის მე-9 საერთაშორისო კონკურსზე ოქროს მედალი კატეგორიების მიხედვით გადაეცათ:

კატეგორია „თეთრი მშრალი ღვინო“

  • ფაფარი ველი რქაწითელი (2013) – კომპანია ფაფარი ველი;
  • მანაველი მწვანე (2016)- კომპანია მანაველი;
  • მწვანე (2015) – კომპანია ბატონო;
  • კახური მწვანე შუმი (2015) – ღვინის კომპანია შუმი.

კატეგორია „ქვევრის თეთრი მშრალი ღვინო“

  • კახური (2016) – კომპანია კახური ღვინის მარანი;
  • კრახუნა (2015) – კომპანია ვარციხის მარანი;
  • ქვევრის რქაწითელი (2016) – კომპანია ძმების მარანი;
  • მწვანე ქვევრის (2016) – ქვევრის ღვინის მარანი;
  • Vine Ponto (2015) – კომპანია Spirit of Georgia;
  • ვინოტერა ქისი (2014) – კომპანია Schuchmann Wines Georgia;
  • რქაწითელი (2016) – კომპანია გრავისი;
  • კახური მწვანე (2016) -კომპანია გრავისი;
  • ქვევრის მწვანე (2016) – კომპანია გიუანი;
  • Eristavi Wine (2016) – კომპანია Spazio Libero.

კატეგორია „წითელი მშრალი ღვინო“

  • საფერავი (2016) – კომპანია ძმების მარანი;
  • საფერავი გეორგიკა (2013) – ღვინის კომპანია შუმი;
  • ყვარელი შუმი (2014) -ღვინის კომპანია შუმი;
  • მუკუზანი იბერიული (2013) – ღვინის კომპანია შუმი;
  • საფერავი (2015) – კომპანია ქინძმარაული მარანი;
  • საფერავი (2015) – კომპანია ბატონო;
  • Mosmieri Saperavii (2015)- კომპანია Georgian Hospitality Investment.

კატეგორია „ქვევრის  წითელი მშრალი ღვინო“

  • ალექსანდროული (2015) – კომპანია ვარციხის მარანი;
  • საფერავი ქვევრის (2016) – კომპანია ქვევრის ღვინის მარანი;
  • საფერავი რეზერვი (2013) – კომპანია საწნახელი;
  • საფერავი (2015) – კომპანია ბატონო.

კატეგორია  „წითელი ნახევრადტკბილი  ღვინო“

  • Tolibashi (2016) – Wine Products of Spirits

გამარჯვებულები  სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, გიორგი სამანიშვილმა და კონკურსის ჟიურის წევრებმა დააჯილდოვეს.

თქვენი რეკლამა