განახლებადი ენერგიის საკითხებზე შეხვედრა გაიმართა

35 Views Comment Off

„განახლებადი ენერგიის პოლიტიკის ქსელი 21 საუკუნისათვის“ REN21-ისა და ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის (UNECE) ერთობლივი ორგანიზებითა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს მხარდაჭერით გაიმართა მაღალი დონის შეხვედრა თემაზე: “საქართველოში განახლებადი ენერგიის განვითარების ახალი შესაძლებლობები”

შეხვედრაში მონაწილეობდნენ  ევროკავშირის  ელჩის მოადგილე საქართველოში კარლო ნატალე, ევროპისათვის გაეროს ეკონომიკური კომისიის წარმომადგენელი ჯანლუკა სამბუჩინი, სხვადასხვა სამინისტროების პასუხისმგებელი პირები, ენერგეტიკული კომპანიების, საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციებისა და კერძო კომპანიების ხელმძღვანელი პირები, არასამთავრობო სექტორის, სამეცნიერო წრეებისა  და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციების წარმომადგენლები.

შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროს წარმომადგენლებმა მიმოიხილეს ის ძირითადი რეკომენდაციები რომლებიც აუცილებელია იმ პოლიტიკური, სამართლებრივი, მარეგულირებელი და ტექნიკური ბარიერების დასაძლევად რომლებიც აბრკოლებენ საქართველოში განახლებადი ენერგიის რესურსების არსებული პოტენციალის ეფექტიანად ათვისებას.

ქვეყნის ენერგოუსაფრთხოების ხარისხის ამაღლებისა და ენერგეტიკული დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად  მნიშვნელოვანია ქვეყანაში არსებული განახლებადი ენერგიის რესურსების მაქსიმალურად ათვისება. აღნიშნული ამოცანის განხორცილებისათვის კი აუცილებელია კერძო სექტორის აქტიური ჩართულობის უზრუნველყოფა და ინვესტორებისათვის მაქსიმალურად მიმზიდველი გარემოს ჩამოყალიბება.

შეხვედრაზე დისკუსია მიმდინარეობდა შემდეგი მთავარი საკითხის გარშემო: რა სახის ცვლილებები უნდა განხორციელდეს ქვეყანაში, რათა გაიზარდოს ინვესტიციების მოცულობა განახლებადი ენერგიის განვითარების კუთხით.

შეხვედრაზე განისაზღვრა ის საკვანძო მიმართულებები, რომელთა განვითარებაც აუცილებელია სამომავლოდ განახლებადი ენერგორესურსების ათვისების მიზნით, კერძოდ განახლებადი ენერგიის რესურსების განვითარების შესახებ კანონის შემუშავება და მიღება, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს მაქსიმალურად გამჭირვალე და მიმზიდველი საინვესტიციო გარემოს შექმნას და ქსელზე მიერთებისა და ნებართვებისა და ლიზენციების გაცემის მოქნილი პროცედურების შემუშავებას.

შეხვედრაზე ასევე განხილული იქნა REN21 UNECE-ის მიერ განახლებადი ენერგიის საკითხების შესახებ მიმდინარე 2017 წლის ანგარიშის წინასწარი შედეგები.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1331 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB