„გამარჯობა, საფერავო“ — ქართული ღვინის პოპულარიზაცია აშშ-ში

71 Views Comment Off

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი აშშ-ში საქართველოს დესპანთან, გიორგი ციკოლიასთან ერთად ვაშინგტონში გამართულ ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციას „გამარჯობა საფერავო“ დაესწრო.

ქართული ღვინის საღამო ამერიკა-საქართველოს ბიზნესის ასოციაციის ორგანიზებით გაიმართა.

აშშ-ში სოფლის მეურნეობის სამინისტროს ღვინის ეროვნული სააგენტოს პარტნიორი კომპანია „ქართული ღვინის სახლი“, მიმდინარე წლის დეკემბერში, მართავს ქართული ღვინის პოპულარიზაციის აქციას „გამარჯობა, საფერავო“ (Well, Hello Saperavi), რომლის ფარგლებშიც მთელი თვის მანძილზე ვაშინგტონში, სხვადასხვა ღვინის სპეციალიზირებულ სავაჭრო ობიექტებში, ბარებსა და რესტორნებში ქართული ღვინის, კერძოდ, „საფერავის“ დეგუსტაციების სერია გაიმართება.

აქციის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება საფერავის სხვდასახვა ნაირსახეობა — ქვევრის საფერავი, ნახევრადტკბილი, ახალი ვაზის საფერავი, საფერავი როზე და სხვა. დეგუსტაციებს ღვინის პროფესიონალები, სომელიეები და უბრალოდ, ქართული ღვინის დამფასებლები ესწრებიან.

ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინისთვის პოტენციურად მზარდი საექსპორტო ბაზარია. დღეისათვის, ღვინის ეროვნული სააგენტო ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ცნობადობის გაზრდის მიზნით, აშშ-ში აქტიურ მარკეტინგულ ღონისძიებებს ახორციელებს და მათ გაგრძელებას მომავალშიც გეგმავს.

მიმდინარე წლის 11 თვის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 294 ათასამდე ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 27%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2381 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1450 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB