გალფის ქვეყნებს — ქართული პროდუქტების ექსპორტი სურთ

476 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი კატარისა და ქუვეითის სახელმწიფოს სამთავრობო და ბიზნესსექტორის, მათ შორის, კატარის სახელმწიფო კომპანიის „HASSAD FOOD“, წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოში აგროსასურსათო სექტორში ინვესტიციების განხორციელების, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების, მათ შორის, საქართველოდან ცხვრის, ცხოველური წარმოშობის პროდუქტის, ცხვრის ხორცის, წყლის, მშრალი ხილისა და თაფლის ექსპორტის საკითხებზე იმსჯელეს.

„საქართველოსა და გალფის ქვეყნებს (GCC — Gulf Cooperation Council — სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნები) შორის სავაჭრო ურთიერთობის განვითარებას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს, რაც აუცილებლად უნდა განვითარდეს და, შესაბამისად, გაიზარდოს სავაჭრო ბრუნვა“, — აღნიშნა სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

როგორც კომპანიის „ალ მავაში“ წარმომადგენელმა შეხვედრაზე განაცხადა, აღნიშნული კომპანია საქართველოდან ქუვეითში ცოცხალი ცხვრის ექსპორტითაა დაინტერესებული. მისივე განცხადებით, დელეგაციის წევრებმა მარნეულის მუნიციპალიტეტში სასაკლაოზე არსებული ვითარება, საკარანტინო ზონა და ბიოუსაფრთხოების პუნქტები დაათვალიერეს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ სტანდარტებს.

„მინისტრთან შეხვედრაზე საქართველოს სოფლის მეურნეობის სფეროში ინვესტიციების განხორციელების საკითხებზე ვიმსჯელეთ. HASSAD FOOD კატარის სახელმწიფო კომპანიაა. ჩვენ ვგეგმავთ ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის ექსპორტს კატარის სახელმწიფოში.

ვაპირებთ, შევქმნათ ე.წ ჰაბები, გამანაწილებელი პუნქტები, რომ შემდეგ ეტაპზე ქართული პროდუქცია სპარსეთის ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრ სხვა ქვეყნებშიც გავიდეს“, — განაცხადა კომპანიის „HASSAD FOOD“ ბიზნესგანვითარების ვიცე-პრეზიდენტმა, დოქტორმა იუსუფ ჰეგაზემ.

სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილე, ქვეყნის მთავარი ვეტერინარი მიხეილ სოხაძე ესწრებოდა.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
მარანში ტემპერატურის რეგულირების ზოგიერთი საკითხი
2398 Views

პრობლემატური საკითხიდან გამომდინარე გვინდა, ორიოდე სიტყვით მოგახსენოთ ჩვენი მოსაზრება იმ საგნის შესახებ, რასაც მარანში ჰაერის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1516 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB