FAO ცხოველთა ახალი დაავადების წინააღმდეგ ღონისძიებებს იწყებს

156 Views Comment Off

2016 წლის მიწურულს, საქართველოში მსხვილფეხა საქონელზე ნოდულარული დერმატიტის ვირუსი დაფიქსირდა, რასაც პირუტყვის მასობრივი ვაქცინაცია მოჰყვა.

თებერვალში, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ექსპერტთა მისია საქართველოში სემინარს ჩაატარებს.

FAO-ს გუნდი საქართველოში დაავადების გავრცელებას შეაფასებს და ვეტერინარული სამსახურებისთვის ტრენინგებს ჩაატარებს. ტრენინგები რისკების მენეჯმენტს, ცხოველთა ვაქცინაციასა და ლაბორატორიული დიაგნოსტიკის მეთოდებს მოიცავს.

„მსგავსი სემინარი დროულია, რადგან გაზაფხულზე, კოღოების, ბუზებისა და დაავადების გადამტანი სხვა მწერების გააქტიურება ნოდულარული დერმატიტის გავრცელების საფრთხეს წარმოშობს“, — განაცხადა საქართველოს მთავარმა ვეტერინარმა მიხეილ სოხაძემ.

მსხვილფეხა პირუტყვის ახალი, საშიში ვირუსი პირველად 2013 წელს თურქეთში დაფიქსირდა, შემდეგ კი მალევე გავრცელდა რუსეთსა და საბერძნეთში. ამჟამად დაავადების გარვცელების საფრთხის წინაშე მთელი ევროპა დგას. საფრთხის აღკვეთის მიზნით, FAO რეგიონში მსხვილ პროექტებს განახორციელებს.

ნოდულარული დერმატიტი მსხვილფეხა პირუტყვის ვირუსული დაავადებაა, რომელიც  ცხელებით და კანქვეშა კვანძების წარმოქმნით ხასიათდება. საქონელს უზიანდება თვალი, სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემის ლორწოვანი გარსი.

დაავადების გავრცელებაში მნიშვნელოვან როლს ასრულებენ მწერები (ვექტორები), რომელთაც დაავადება მექანიკურად გადააქვთ.

ნოდულარული დერმატიტით მხოლოდ მსხვილფეხა პირუტყვი ავადდება. ადამიანზე ნოდულარული დერმატიტით არ ვრცელდება, თუმცა დაავადება მნიშვნელოვან ეკონომიკურ ზიანს აყენებს მესაქონლეობას. გართულებულმა შემთხვევებმა, შესაძლოა, ცხოველის დაღუპვაც კი გამოიწვიოს.

„ეს ვირუსი ევროპაში დიდი ხანი არ არის, რაც დაფიქსირდა“, — განაცხადა ანდრეი როზსტალნიმ, FAO-ს მცოველთა ჯანმრთელობის დაცვის ოფიცერმა. „პირველ რიგში, უნდა შევაგროვოთ მონაცემები ვირუსის გავრცელებისა და ეკონომიკური ზარალის შესახებ. მხოლოდ ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შეფასების შემდეგ შეგვეძლება კონკრეტული ღონისძიებების დაგეგმვა“.

მას შემდეგ, რაც სიტუაციის ანალიზი გაკეთდება, FAO ევრაზიის კონტინენტისთვის დაავადების კონტროლის სახელმძღვანელოს გამოსცემს, რომელსაც უნგრეთის მთავრობა დააფინანსებს.

ჯერჯერობით ევროპაში ვეტერინარების მხოლოდ მცირე რაოდენობას ჰქონდა შეხება ნოდულარულ დერმატიტთან, ამიტომ დეტალური ინსტრუქციაა საჭირო, იმისათვის, რომ დაავადების კონტროლი და აღკვეთა საჭირო პროცედურების დაცვით განხორციელდეს.

„ჩვენ უკვე ვემზადებით ამ თემაზე სემინარების ჩასატარებლად რამდენიმე ქვეყანაში, სადაც ამ დაავადების კონტროლის სტრატეგია აუცილებლად უნდა შემუშავდეს“, -ამბობს როზსტალნი.

სემინარები ცნოებიერებას აამაღლებს ნოდულარულ დერმატიტთან მიმართებაში და ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება სამომავლოდ სხვა დაავადებების კონტროლის თვალსაზრისითაც.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1346 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB