FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი თებერვალში სტაბილურია

58 Views Comment Off

მსოფლიოში სურსათზე ფასები სტაბილური დარჩა თებერვლის თვეში. შაქარსა და რძის პროდუქტზე შემცირებულმა ფასმა, მცენარეულ ზეთზე მომატებული ფასები დააბალანსა.

ამის შესახებ გაეროს სურსათისა და სოფლის მეუნეობის ორგანიზაცია (FAO) იტყობინება.

აღნიშნული ორგანიზაციის სურსათის ფასის ინდექსი, მსოფლიოში საბითუმო ფასს ზომავს, სამომხმარებლო კალათაში შემავალი ძირითადი მოხმარების პროდუქტებზე: ხორბალზე, მცენარეული ზეთზე, რძის პროდუქტებზე, ხორცსა და შაქარზე.

თებერვალში  სურსათის ფასის ინდექსმა 150.2 ქულას მიაღწია, ანუ თითქმის უცვლელი დარჩა. იანვარში გამოცხადებული 150.0 ქულის შემდეგ, თუმცა 14.5 პროცენტით ნაკლებია გასული წლის თებერვლის თვის მაჩვენებელთან შედარებით.

FAO ასევე აქვეყნებს 2016 წლის პირველ პროგნოზს ხორბლის მოსავალთან დაკავშირებით. წელს მსოფლიოში 723 მილიონ ტონა ხორბლის მოსავალს ელოდებიან, რაც 10 მილიონი ტონით ნაკლებია გასული წლის მოსავლის რეკორდულ მაჩვენებელთან შედარებით.

თებერვალში ყველაზე მკვეთრი ცვლილება მცენარეულ ზეთებზე აღინიშნა, რაც გასულ თვესთან შედარებით, ზეთზე FAO-ს ინდექსის 8.0 პროცენტიანი ზრდით გამოიხატა.

ეს ზრდა დააბალანსა FAO-ს ინდექსმა შაქარზე, რომელიც 6.2 პროცენტით დაეცა იანვრის შემდეგ, რაც განპირობებულია მსოფლიოში შაქრის სოლიდური მარაგებითა და კარგი მოსავლიანობით ბრაზილიაში, რომელიც მსოფლიოში უმსხვილეს მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყნად ითვლება.

FAO-ს ფასის ინდექსი შემცირდა რძეზე 2.1 პროცენტით, ხორბალზე  — დაახლოებით 0.5 პროცენტით, ხორცზე კი მაჩვენებელი მცირედ გაიზარდა ავსტრალიიდან და შეერთებული შტატებიდან მომარაგების შემცირების გამო.

რაც შეეხება ფასს ფრინველის ხორცზე, მისი ფასიც მცირედ დაეცა, მიზეზად-ფრინველის საკვებზე ფასის შემცირება სახელდება.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1206 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1303 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB