FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი 2018 წელს პირველად შემცირდა

46 Views

ძირითად საკვებ პროდუქტებზე საერთაშორისო ფასები 2018 წლის განმავლობაში პირველად ივნისში დაეცა.

FAO-ს სურსათის ფასების ინდექსმა ივნისში 173.7 ქულა შეადგინა, რაც მაისის თვესთან შედარებით 1.3 პროცენტით შემცირებულია.

ვარდნა ძირითადად განპირობებული იყო ხორბალზე, სიმინდსა და მცენარეულ ზეთზე ფასების შემცირებით. FAO-ს სურსათის ფასების ინდექსი წარმოადგენს ძირითადი საკვები პროდუქტების კალათაში საერთაშორისო ფასების ყოველთვიური ცვლილების საზომს.

FAO მარცვლეულის ფასების კოეფიციენტი ერთ თვეში 3.7 პროცენტით დაეცა. მიუხედავად იმისა, რომ ძირითადი მარცვლეულის წარმოების პერსპექტივები გაუარესდა, სიმინდისა და ხორბლის საერთაშორისო ფასებში “შედარებით მკვეთრი ვარდნა” არსებობდა. ამავდროულად, ბრინჯის ფასი გაიზარდა.

FAO-ს მცენარეული ზეთის ფასების კოეფიციენტი მაისიდან 3.0%-ით შემცირდა და 29 თვის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია. ასევე დაეცა პალმის, სოიოს და მზესუმზირის ზეთის ფასებიც.

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის ინტენსიური ვაჭრობა განსაკუთრებით მძიმედ აისახა აშშ-ის საწყის საექსპორტო ფასებზე, განსაკუთრებით ეს სოიოს ეხება, რომელზეც  დოლარის გამყარებამ დამატებითი ზეწოლა წარმოშვა.

FAO-ს რძის ფასის ინდექსი 0.9 პროცენტამდე დაეცა. ფასები შემცირდა ყველზეც – რაც ევროკავშირსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში უფრო დიდი ექსპორტის შესაძლებლობებს წარმოშობს.

FAO-ს ხორცპროდუქტების ფასის კოეფიციენტი მაისიდან მოყოლებული 0.3% -ით გაიზარდა, რასაც მოჰყვა ცხვრისა და ღორის ხორცის ღირებულებების სწრაფი ზრდაც.

გაზრდილია FAO შაქრის ფასის კოეფიციენტიც, ზრდა 1.2% -ია. ფასის მატება აღნიშნული ექვსთვიანი ვარდნის შედეგია, რაც მეტწილად ბრაზილიაში ცხელ ამინდს უკავშირდება. მსოფლიოში ყველაზე დიდ შაქრის მწარმოებელ და ექსპორტიორ ქვეყანაში ამინდი უარყოფითად იმოქმედებს შაქრის მოსავალსა და წარმოებაზე. FAO-ს ექსპერტები მარცვლეულის წარმოებისა და მარაგების შემცირებასაც ვარაუდობენ.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB