FAO-ს ევროპის რეგიონული კონფერენცია ანტალიაში

20 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლევან დავითაშვილი გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) ევროპის რეგიონული კონფერენციის 30-ე სესიას ესწრება.

ღონისძიება 4-6 მაისს თურქეთში, ქალაქ ანტალიაში თურქეთის რესპუბლიკის სურსათის, სოფლის მეურნეობის და მეცხოველეობის მინისტრის პატრონაჟით იმართება. სესიაში მონაწილეობს ევროპის და ცენტრალური აზრიის რეგიონის FAO-ს წევრი ყველა ქვეყნის და დამკვირვებლის სტატუსით მონაწილე ქვეყნების დელეგაციები, გაეროს სპეციალიზებული სააგენტოები.

სესიის ფარგლებში, მრგვალი მაგიდის ფორმატში გაიმართა შეხვედრა, სადაც სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების მხარდასაჭერად, ათასწლეულის გამოწვევის მიზნების შესრულებისთვის FAO-ს წევრი სახელმწიფოების მთვარობების მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები განიხელეს.

,,კონფერენციის ძირითად მიზანს, არსებული გამოწვევების გათვალისწინებით, მცირე ფერმერთა მხარდაჭერის, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარების, ბიომრაფალფეროვნების და გენეტიკური რესურსების შენარჩუნების მიზნით, 2016-2017 წლების თანამშრომლობის ძირითადი მიმართულებების განსაზღვრა წარმოადგენდა.

შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა, რომ მოსახლეობის კეთილდღეობის უზრუნველყოფისთვის, უმნიშვნელოვანესია მსოფლიოში სურსათზე ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოების ზრდა, ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა და საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავება“, — აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

კონფერნეციის ფარგლებში, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ, ლევან დავითშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს სურსათის და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის გენერალურ დირექტორთან, გრაციანო და სილვასთან.

შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა FAO-ს გენერალურ დირექტორს გრაციანო და სილვას, ის ძირითადი პროექტები გააცნო, რომელთა განხორციელება უახლოეს მომავალში იგეგმება. მინისტრის მოადგილემ მადლობა გადაუხადა FAO-ს საქართველოს ოფისს სამინისტროს საქმიანობაში აქტიური ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის.

შეხვედრაზე გრაციანო და სილვა სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების, მცირე და საშუალო ფერმერების მხარდამჭერი პროქტების და სოფლად განვითარების მიმართულებით საქართველოში მიმდინარე ღონისძიებებით დაინტერესდა და აღნიშნა, რომ FAO მიესალმება საქართველოს სოფლის მეურნეობის დარგში მიღწეულ პროგრესს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB