ევროპაში ძალებს იკრებს სკანდალი ბაქტერიალური პროტეინის გამო

90 Views Comment Off

ევროპაში ძალებს იკრებს სკანდალი, ჩინური კომპანიის MEIHUA Biological Sci-Tech Co.,  ბაქტერიალური პროტეინის გამო. იტალიაში 15 მეურნეობაში დაფიქსირდა 10 ათასი ღორის დაცემა.

იტალიის ვეტერინარული ზედამხედველობის სამსახურის განცხადებით, ცხოველთა სიკვდილი გამოწვეულია შტამის-Bacillus Cereus გამო, რომელიც აღმოჩენილი იქნა, კომპანია MEIHUA Biological Sci-Tech Co.-ის მიერ წარმოებულ გრანულირებული ბაქტერიალური პროტეინის, როგორც მინიმუმ 2 პარტიაში.

პროტეინი დისტრიბუტორმა კომპანიამ Mazzoleni SPA-მ, გაყიდვიდან უკან გაიწვია პროდუქტი, თუმცა ჩინური კომპანია არ აღიარებს თავის დანაშაულს.

დისტრიბუტორის განცხადებით მწარმოებელი უარს ამბობს წარმოადგინოს მტკიცებულებები-წარმოების ადგილიდან Mazzoleni SPA-ს წარმომადგენლები კი დარწმუნებულნი არიან, რომ პროდუქტის დაბინძურება ცეხებში მოხდა, რადგან მათი თქმით შტამები გამოვლენილი იქნა შეფუთულ პროდუქციაშიც.

კომპანიაMEIHUA Biological Sci-Tech Co. წარმომადგენლობამ უარი განაცხადა იტალიაში ჩასვლაზე და ამის ნაცვლად წარმოადგინა ლაბორატორიული კვლევების შედეგი, რომელიც ჩაატარა Intertek Shanghai-მ.

იტალიური ხელისუფლების ცნობით, აღნიშნული პროდუქტი შეტანილი იქნა აგრეთვე შემდეგ ქვეყნებში: ხორვატიაში, ჩეხეთში, რუმინეთში და სერბეთში.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1246 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1309 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB