ევროკავშირმა 1.55 მლნ. ტონა უკრაინული მარცვლეული შეიძინა

60 Views

2016 წლის დასაწყისიდან, ევროკავშირმა უკვე 200 000 ტონა უკრაინული ქერის შეძენაზე გასცა ლიცენზია. ეს ქერზე უკრაინის წლიური დაუბეგრავი ქვოტის 79.89 % -ია.

უკრაინიდან ევროკავშირში სიმინდის იმპორტის წლიური ქვოტა 400 000 ტონაა, ხოლო ხორბალის დაუბეგრავი ქვოტა 950 000 ტონა, ეს პოზიციები იმპორტიორების მიერ 100 %-ით არის ათვისებული.

ხორბლის, სიმინდის და ქერის მთლიანი მოცულობა, რომელიც უკრაინიდან დაუბეგრავად შეიძლება შევიდეს ევროკავშირში 1.6 მლნ. ტონაა. ამ დროისთვის ლიცენზიები გაცემულია 1.55 მლნ. ტონა მარცვლეულზე, რაც გამოყოფილი ქვოტის 96.86 %-ს შეადგენს.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
უფასოდ
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB