ევროკავშირი თხისა და ცხვრის საუკეთესო ჯიშებზე მუშაობს

ევროპაში, რამოდენიმე მილიონი ევროს ღირებულების ახალი სამეცნიერო-კვლევითი პროექტი iSAGE დაიწყო. მისი მიზანი თხისა და ცხვრის სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტურობის გაზრდაა.

დასახული მიზნის მისაღწევად პროექტის ფარგლებში, გათვალისწინებულია ეფექტური ჯიშების განსაზღვრა, რომლებიც ევროპის რიგი ქვეყნების კლიმატური და სხვა პირობებისთვის მაქსიმალურად შესაფერისი იქნება.

პროექტში შოტლანდიის, საფრანგეთის, ფინეთის, ესპანეთის, იტალიის, საბერძნეთის, აგრეთვე თურქეთის მეცნიერები და დარგის წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას.

პროექტის რეალიზაციის პირველ წელი, ორი ცალკეული ეტაპისგან შედგება:

  • პირველ ეტაპზე ევროპის მასშტაბით, მეცხვარეობის დარგის არსებული მდგომარეობის შეფასება მოხდება;
  • მეორე ეტაპი მოიცავს ანალიტიკურ სამუშაოებს: ამინდის, საძოვრების, ბაზრის მოთხოვნების და სხვა პოტენციური ცვლილებებისა და დარგის განვითარებაზე მათ გავლენის შესახებ.

შემდეგ წელს, მკვლევარები გაეცნობიან ცხვრის და თხის საუკეთესო ჯიშების მონაცემებს, რათა გამოკვეთონ ის მახასიათებლები, რომლებიც მომავალში ექნებათ „იდეალურ“ ცხვარს და თხას.

პროექტი გაგრძელდება 2020 წლამდე, iSAGE-ის მონაწილეები იმედოვნებენ, რომ იმ დროისთვის მათ ექნებათ მონაცემთა სერიოზული ბაზა, რომელის ფერმერებს დაეხმარება სასოფლო-სამეურნეო წარმოების სასელექციო და ჯიშობრივ განვითარებაში.

თქვენი რეკლამა