ევროკავშირი თეთრიწყაროში სოფლის განვითარების ახალ პროექტს იწყებს

286 Views

ევროკავშირი ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში აგრძელებს სოფლის განვითარების მხარდაჭერას საქართველოში.

11 აპრილს, ENPARD-ის პარტნიორი ორგანიზაცია, ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG), თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში სოფლის განვითარების ახალ პროექტს ოფიციალურად გახსნის.

მოწვეულ სტუმრებს სიტყვით მიმართავენ საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნოდარ კერესელიძე, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის სექტორის ხელმძღვანელი, კაიდო სირელი, RDFG-ს თავმჯდომარე ვანო გრიგოლაშვილი და ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული — გუბერნატორი პაატა ხიზანაშვილი.

ღონისძიების ფარგლებში RDFG-ს წარმომადგენლები პროექტის მიზნებისა და ამოცანების შესახებ ისაუბრებენ. LEADER მოდელისა და საქართველოში მისი როლისა და შედეგების შესახებ, პრეზენტაციას ერთ-ერთი „ადგილობრივი განვითარების ჯგუფის“ (LAG) ხელმძღვანელი გამართავს.

აღნიშნულ ღონისძიებას დაესწრებიან ევროკავშირის დელეგაციის წევრები, სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის თანამშრომლები, საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციები, მათ შორის კერძო და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები. მოწვეულ სტუმრებს შორის იქნებიან თეთრიწყაროს მაცხოვრებლები, რომლებიც პროექტის პოტენციურ ბენეფიციარებად მოიაზრებიან.

პროექტს „სოფლის მდგრადი განვითარება თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში“ ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG) ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პროექტი ინოვაციური სოციო-ეკონომიკური მოდელების დანერგვით, თეთრიწყაროს რეგიონში ცხოვრების დონის გაუმჯობესებას ისახავს მიზნად.

დასახული მიზანი გადაწყვეტილების მიღების პროცესში ადგილობრივი კერძო და საჯარო სექტორის ჩართულობით მიიღწევა. RDFG -ს პარტნიორები არიან აგრო-ტექნოლოგიების ასოციაცია (ATA) და ლიტვის განვითარების ჯგუფების ქსელი (VVGT).

ღონისძიება თეთრიწყაროს მუსიკალური სკოლის შენობაში 12:00 საათზე დაიწყება. მის: თამარ მეფის ქ. №4.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ორგანული (ბიო, ეკო) პროდუქტების ერთობლივი შესყიდვები
1179 Views

ორგანული (ბიოლოგიურად სუფთა) პროდუქტების პოპულარობის ზრდის ფონზე, იზრდება ადგილობრივ ფერმერებთან პირდაპირი კავშირების საჭიროება. ხშირად მომხმარებელისთვის ძნელია ინფორმაციის მოპოვება სხვადასხვა პროდუქტზე, გარდა ამისა სიძნელეს ქმნის რაოდენობაც. თუ მომხმარებელს, გარკვეული

სრულად
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
3224 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ  და წითელ კუნელს. კუნელი განეკუთვნება ვარდისებრთა ოჯახს. იგი მაღალი ბუჩქია, იშვიათად ბუჩქნარი, უბეში მოთავსებული ეკლებით. ფოთლები

სრულად
აგროკავკასია FB