ევროკავშირი საქართველოს სოფლის განვითარების სტრატეგიის მიღებაში დაეხმარება

96 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის მოდერნიზაცია უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია სოფლად სიღარიბის აღმოსაფხვრელად, თუმცა სასოფლო ეკონომიკის დივერსიფიცირება ასევე მნიშვნელოვანია საბოლოო მიზნის მისაღწევად.

ამ ეტაპისთვის, საქართველოს არ გააჩნია ცალკეული პოლიტიკა სოფლის განვითარების კუთხით, თუმცა ENPARD- ის მეშვეობით ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის შედგა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც ევროკავშირი დაეხმარება საქართველოს ახალი, სოფლის განვითარების სტრატეგიის მიღებაში, რომელიც შეიმუშავებს კონკრეტული მხარდაჭერის პროგრამებს საქართველოს სოფლებისთვის.

11 დეკემბერს, ევროკავშირის ოფიციალური პირები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის სურსათისა და სოფლის  მეურნეობის ორგანიზაციისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელმძღვანელობით, ყველა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებს შეკრებს თბილისში, რათა წარადგინოს სოფლის განვითარების ევროპული გამოცდილება და განიხილოს საქართველოში სოფლის განვითარების ხედვები, იმ მიზნით, რომ მოხდეს კონკრეტული გზის დასახვა, რომელიც შესაძლებელს გახდის ინტეგრირებული პოლიტიკის შემუშავებისა ქვეყანაში სოფლის განვითარების მისაღწევად.

არსებობს მოსაზრება, რომ ბევრ სოფელს საქართველოში აქვს პოტენციალი განვითარდეს სოფლის მეურნეობის მიღმა, რადგან მათ აქვთ დიდი პოტენციალი, უნიკალური ბუნების ლანდშაპტიდან, კულტურიდან და ტრადიციებიდან გამომდინარე. ამ კუთხით, სოფლის განვითარების ევროპული გამოცდილება გამოსადეგი იქნება საქართველოსთვის.

ევროპაში, სოფლის განვითარების მხარდაჭერა ბოლო წლების განმავლობაში დაეხმარა ადგილობრივი პროცესების გაძლიერებას, შესაძლებლობების გაუმჯობესებას და სოფლად მცხოვრები მოსახლეობის აღჭურვას უკეთესი რესურსებითა და წახალისების მეშვეობით, რომელიც მათთვის ხელმისაწვდომს ხდის გაუმჯობესებულ მომსახურებას და ქმნის სამუშაო ადგილებს სოფლის მეურნეობის, ეკო-ტურიზმისა და სხვა ადგილობრივი ბიზნესთან დაკავშირებული პროფესიების კუთხით.

სოფლის განვითარების მიდგომები ადგილობრივი თავისებურების გათვალისწინებას ეფუძნება და მიზნად ისახავს თემისა და თვითმმართველობის გაძლიერებასა და მხარდაჭერას, რათა მათ თავად შეძლონ განსაზღვრონ რეგიონის პრიორიტეტები და განახორციელონ ადგილობრივი განვითარების სტრატეგია.  აღნიშნული მიდგომა დაეხმარა უამრავ მაცხოვრებელს სოფელში ინფრასტრუქტურის, ისევე როგორც მომსახურებისა და საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებაში, რამაც გამოიწვია მრავალი სახის შედეგის მიღება, რადგან მოხდა საჯარო და კერძო სექტორის მოზიდვა სოფლად.

ევროკავშირმა, ENPARD-ის ფარგლებში სოფლის განვითარების კომპონენტი წარმოადგინა, რომლის ფარგლებშიც ის დაეხმარება საქართველოს მთავრობას სოფლის განვითარების მასშტაბურობის ზრდაში, სოფლის განვითარების პოლიტიკაზე დაყრდნობით, რომელიც თავის მხრივ საუკეთესო ევროპულ გამოცდილებას დაეფუძნება.

შესაბამისად, საერთაშორისო კონფერენცია „სოფლის განვითარება საქართველოში“  დაეხმარება მონაწილეებს შეთანხმდნენ სამოქმედო გეგმაზე, რომელიც შესაძლებელს გახდის ევროკავშირსა და საქართველოს შორის შედეგიან თანამშრომლობას, რათა მოხდეს ეფექტიანი სტრატეგიის შემუშავება სოფლად მცხოვრები მოსახლეობის მხარდასაჭერად მთელი ქვეყნის მასშტაბით.

წყარო enpard.ge

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB