ექსტენსიის ეროვნული ფორუმი საქართველოში

49 Views Comment Off

პროექტის ,,ექსტენციის და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ (SEAS) ორგანიზებით, 22-24 თებერვალს „ექსტენციის ეროვნული ფორუმი“ იმართება.

ფორუმის მიზანია ექსტენციის და საკონსულტაციო მომსახურების პოლიტიკის და სტრატეგიის დაგეგმვასა და შემუშავებაში სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერა. რაც ხელს შეუწყობს საქართველოში სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკის გაუმჯობესებას და ფერმერების განათლების ამაღლებას.

ღონისძიება სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ნოდარ კერესელიძემ და USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილემ, თომას მორისმა გახსნეს.

USAID-ის მისიის დირექტორის მოადგილის განცხადებით, USAID-ი სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მჭიდროდ თანამშრომლობს და დარგის განვითარებისთვის არაერთ მნიშვნელოვან და წარმატებულ პროექტს ახორციელებს.

USAID-ი ხელს უწყობს საქართველოში სოფლის მეურნეობის დარგის განვითარებას, ადგილობრივი პროდუქციის სტანდარტების შესაბამისობას ევროკავშირის სტანდარტებთან და ექსპორტის ზრდას“, — აღნიშნა ტომას მორისმა.

ფორუმში მონაწილეობენ საქართველოში სოფლის მეურნეობის განვითარებით დაინტერესებული ყველა მხარე — ფერმერთა ასოციაციები, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების წევრები, ექსტენციის განმახორციელებელი კერძო და სახელმწიფო ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები და საგანმანათლებლო ინსტიტუტები (უმაღლესი და პროფესიული განათლება).

ექსტენციის და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობის მდგად განვითარებას და ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, რაც საქართველოს მოსახლეობას მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს.

პროექტი ,,ექსტენციის და საკონსულტაციო მომსახურების გაძლიერება საქართველოში“ (SEAS) სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მიერ არის დაფინანსებული.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1081 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1279 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB