ენერგოეფექტურობა — საქართველო საპილოტე ქვეყნად შეირჩა

414 Views Comment Off

ფართომასშტაბიანი ენერგოეფექტურობის ღონისძიებებისთვის საქართველო საპილოტე ქვეყნად შეირჩა.

საქართველოში შენობების ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით, პრიორიტეტულ ღონისძიებებზე შეხედულებების გაზიარების მიზნით, თბილისს ორდღიანი ვიზიტით ევროკომისიის, ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB), ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD), საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF), მსოფლიო ბანკის (WB) და საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) ერთობლივი მისია ეწვია.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თბილისის ოფისში, დაინტერესებულ მხარეებთან გამართული შეხვედრის შემდეგ, გენერალური დირექტორის მოადგილემ, კატარინა მატერნოვამ განაცხადა:

„საქართველოში კერძო და საჯარო შენობებზე მთლიანი ენერგიის ხარჯვის დაახლოებით 30% მოდის, რაც საგრძნობლად აისახება როგორც ხალხის ჯიბეზე, ასევე გარემოზე. იმის გათვალისწინებით, რომ ეკონომიკა გააგრძელებს ზრდას და შესაბამისად, ენერგიის მოხმარებაც მოიმატებს, მნიშვნელოვანია მეტი ყურადღება დავუთმოთ ენერგოეფექტურობის სტანდარტების გაუმჯობესებას, რის დასაწყებადაც კერძო და საჯარო შენობების მშენებლობა კარგი სფეროა. ჩვენ აქ ვიმყოფებით ენერგოეფექტურობის ღონისძიებებთან დაკავშირებით ევროკავშირისა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების მხარდაჭერის მობილიზებისთვის, რაც საბოლოო ჯამში, გააუმჯობესებს საქართველოს მოქალაქეების ცხოვრების დონეს და გაზრდის ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობას“.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში, ბრუნო ბალვანერამ ხაზგასმით აღნიშნა:

„ენერგოეფექტურობა საქართველოსთვის EBRD-ის ახალი სტრატეგიის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს, რომელიც წელს დამტკიცდა. ჩვენი ბანკი თანამშრომლობდა საქართველოს მთავრობასთან ახალი რეგულაციების შემუშავებაზე, რაც საფუძვლად უნდა დაედოს ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებას სამშენებლო სექტორში. ეს ხელს შეუწყობს კანონის აღსრულებას და ეროვნული კანონმდებლობის ევროკავშირის კანონმდებლობასთან მორგებას. საქართველოში შენობების ენერგოეფექტურობის სტანდარტის ამაღლების კუთხით უზარმაზარი პოტენციალი არსებობს“.

ერთობლივი მისია ევროკავშირისა და პარტნიორი საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების უფრო ფართო ძალისხმევის ნაწილია. ის მიმართულია შენობებთან დაკავშირებული ენერგოეფექტურობის პოლიტიკისა და ინვესტიციების მეტი მხარდაჭერისკენ და მოიცავს ევროკავშირის გაფართოებისა და სამეზობლო პოლიტიკის რეგიონებს.

შერჩეულ იქნა ოთხი საპილოტე ქვეყანა: საქართველო, უკრაინა, სერბეთი და ტუნისი. ეს ინიციატივა მიზნად ისახავს ცალკეული ენერგოეფექტურობის პროექტების ნაცვლად ყურადღების გამახვილებას ყოვლისმომცველ მიდგომაზე, რომელიც ხელს უწყობს კონკრეტული პოლიტიკის შემუშავებას და მდგრადი ინვესტიციების მატებას.

შერჩეულ ქვეყნებში მისიების დასრულების შემდეგ, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან ერთად, ევროკომისია გამოავლენს პრიორიტეტულ სფეროებს კერძო და საჯარო შენობებში ენერგოეფექტურობის ღონისძიებების განსახორციელებლად.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1256 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1309 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB