ელევატორების გამოკვლევის ძირითადი შედეგები

49 Views

2016 წლის IV კვარტლის განმავლობაში მომსახურება გაეწია 37 მომხმარებელს, მწარმოებელთა და გამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია – 86 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 943 კაცით განისაზღვრა.

2016 წლის IV კვარტალში საქართველოში 33 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესო- ბაც (66,7%) ქვემო ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 18,2% ფუნქციონირებს ქ. თბილისში, 6,1% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, 6,1% – შიდა ქართლში, ხოლო დანარჩენი 3.0% გურიის რეგიონშია წარმოდგენილი:

ელევატორი

2016 წლის IV კვარტლის განმავლობაში ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 229,2 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 83,4%-ს წარმოადგენდა ხორბალი, ხოლო დანარჩენ პროდუქციას (სიმინდი, კარტოფილი, ალაო და ა.შ) უმნიშვნელო წილი ჰქონდა.

2016 წლის IV კვარტლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდულია 57,6 მლნ ლარის ღირებუ- ლების 98,4 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 75,3% იყო ადგილობრივი (საკუთარი) წარმოების. ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) წარმოშობის პროდუქციაში, როგორც მოცულობის, ისე ღირებულების მიხედვით, ჭარბობდა ხორბლის ფქვილი (რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის დაახლოებით 81,8%).

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ელევატორების საცავების საშუალო დღიურმა დატვირთვამ (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) ოქტომბერში შეადგენდა 55,3%-ს, ნოემბერში – 51,5%-ს, ხოლო დეკემბერში – 53,6%-ს.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური

15Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB