ელევატორები საქართველოში – გამოკვლევის ძირითადი შედეგები

ელევატორები

გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2016 წლის განმავლობაში, ელევატორებში მომსახურება გაეწია 133 მომხმარებელს. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია – 88 ერთეული შეადგინა, ხოლო ელევატორებში დასაქმებულთა საშუალო წლიური რაოდენობა 1055 კაცით განისაზღვრა.

ელევატორების საცავების საშუალო დღიურმა დატვირთვამ (პროცენტულად საცავების ჯამური ტევადობიდან) 69,8% შეადგინა იანვარში, 66,0% – თებერვალში, 57,8% – მარტში, 58,5% – აპრილში, 59,1% – მაისში, 57,8% – ივნიში, 49,8% – ივლისში, 44,7% – აგვისტოში, 53,6% – სექტემბერში, 52,9% – ოქტომბერში, 44,0% ნოემბერში, ხოლო 43,9% – დეკემბერში.

ელევატორების 25,6% თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 27,9% – ნაწი- ლობრივ, ხოლო 46,5% საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.

სესხით სარგებლობს ელევატორების 30,2%. აქედან 23,1%-ს სესხი აღებული აქვს ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით), 61,5%-ს საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 15,4%-ს როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის.

2016 წლის განმავლობაში, ელევატორებში შენახული (განთავსებული) იყო 827,9 ათასი ტონა პროდუქცია, რომლის 88,0%-ს წარმოადგენდა ხორბალი, 4,8%-ს სიმინდი, 2,5%-ს სოიოს შროტი, 2,2%-ს ფქვილი, 1,5%-ს – ალაო, ხოლო დანარჩენ პროდუქციას უმნიშვნელო წილი ჰქონდა:

ელევატორი

2016 წლის განმავლობაში, ელევატორების მიერ გაყიდულია 177,1 მლნ ლარის ღირებულების 320,8 ათასი ტონა პროდუქცია, საიდანაც 74,2% იყო ადგილობრივი (საკუთარი წარმოების).

მომსახურების საფასურმა 1,5 მლნ. ლარი შეადგინა, ხოლო გადამუშავებასა და შენახვაზე გაწეულმა დანახარჯებმა – 1,1 მლნ. ლარი.

2016 წლის განმავლობაში ელევატორების მიერ გაყიდული იმპორტირებული პროდუქციის დიდი ნაწილი ხორბალზე მოდიოდა – 54,1%.

ადგილობრივი წარმოშობის (საკუთარი წარმოების) პროდუქციაში მოცულობის მიხედვით ჭარბობდა ფქვილი (რომელზეც მოდიოდა ელევატორების მიერ გაყიდული ადგილობრივი პროდუქციის 68,1%), ქატო (16,3%) და ხორბალი (14,1%).

ელევატორების მიერ გაყიდული პროდუქციიდან უცხოურ ბაზარზე რეალიზებული იქნა სოიოს შროტი (3%), სიმინდი (6,7%), სოიოს კოპტონი (3,5%) და სოიოს ზეთი (1,3%).

ელევატორების 25,7% თვლის, რომ ყველაზე მნიშვნელოვან გავლენას კონკურენტუნარიანობაზე შესაბამისი მოწყობილობის/ტექნოლოგიის უქონლობა ახდენს.

14,7% მნიშვნელოვან ფაქტორად ფინანსურ რესურსებზე სუსტ ხელმისაწვდომობას ასახელებს, 13,4%-ის აზრით, კონკურენტუნარიანობაზე ყველაზე მეტად გავლენას ახდენს თანამშრომელთა კვალიფიკაცია. 12,7% – მთავარ მიზეზად კომუნალური გადასახადების სიდიდეს, 12,1% – სუსტ კავშირს მწარმოებლებთან, 11,7% – სახელმწიფო გადასახადების სიდიდეს და 9,8% – მომსახურებაზე დაბალ მოთხოვნას ასახელებს.

2016 წელს საქართველოში 43 ელევატორი ფუნქციონირებდა, რომელთა უმრავლესობაც (58,1%) ქვემო ქართლის რეგიონში იყო განთავსებული. ელევატორების 16,3% ფუნქციონირებს შიდა ქართლში, 14,0% – ქ. თბილისში, 4,7% – სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, ხოლო დანარჩენი 11,6% სხვადასხვა რეგიონებშია წარმოდგენილი:

ელევატორი

თქვენი რეკლამა