ეკოტურისტული სოფელი, 150 ვილა და ფსტას პლანტაცია

840 Views Comment Off

პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი საგარეჯოს მუნიციპალიტეტის სოფელ იორმუღანლოსთან ახლოს მდებარე უცხოური ინვესტიციებით შექმნილ ორ მეურნეობას ეწვია, მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და სამომავლო გეგმებს გაეცნო.

კომპანია „არიკ ჯგუფი“ საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარე 2,000 ჰა მიწის ფართობზე საქმიანობას სამი მიმართულებით ახორციელებს. კომპანიას 400-400 ჰა-ზე უკვე გაშენებული აქვს ვენახი და ხილის ბაღები. გარდა ამისა, სამომავლოდ იგეგმება 1000 ჰა ფსტას პლანტაციის გაშენებაც.

მეორე მიმართულებაა აგრომრეწველობა, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია ღვინის ქარხნის მშენებლობა, რომლის წარმადობა წელიწადში 4 მლნ ბოთლი იქნება. გარდა ამისა, აშენდება მშრალი ხილისა და ფსტის გადამამუშავებელი საწარმოები. რაც შეეხება მესამე მიმართულებას, ესაა ეკოტურიზმი.

ფერმის ტერიტორიაზე 5-ვარსკვლავიანი 150 ვილის მშენებლობაა გათვალისწინებული. ტურისტებს კომპანია შესთავაზებს ისეთ მომსახურებას, როგორიცაა პოლო, გოლფი, სკაიდაივინგი, ცხენებით ჯირითი და სხვ. აღნიშნულ ეკოტურისტული სოფლის დასახელება „ვინიჩიო ველეი“ იქნება.

აგრომიმართულების განვითარებაში ინვესტორმა განახორციელა 65 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია, რაც შეეხება წარმოებაში ინვესტირებულ თანხას, მისი ოდენობა 20 მლნ აშშ დოლარზე მეტია.

დიმიტრი ქუმსიშვილმა და მისმა თანმხლებმა პირებმა ასევე დაათვალიერეს შპს „TR Georgia Project 2”-ს კუთვნილი მეურნეობა, რომელიც ასევე საგარეჯოს მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მეურნეობაში 2013 წლიდან ფსტას პლანტაციის გაშენება ხორციელდება.

ფსტას განვითარების და ზრდის პროცესს ზედამხედველობას უწევს სპეციალურად ირანიდან მოწვეული სპეციალისტი. გარდა ამისა, კომპანიას 600 ჰა-ზე გაშენებული აქვს თხილის პლანტაციაც.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
როგორ ავარჩიოთ ქათმის ხორცი — ჯანმრთელი კვება
2584 Views

ქათმის ხორცი ჯანმრთელი კვების უმნიშვნელოვანესი შემადგენელი ნაწილია. იგი წარმოადგენს მაღალი ხარისხის, ადვილად შეთვისებადი ცილების, ვიტამინების, ამინომჟავების და მინერალური ნივთიერებების შეუცვლელ წყაროს, ნებისმიერი ასაკის ორგანიზმის ზრდისა და ფუნქციონირებისათვის. საქონლის

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1353 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB