ეკობანაკი ბულაჩაურის მწვანე ცენტრში

39 Views

CENN-მა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრთან ერთად ბულაჩაურის მწვანე ცენტრში საზაფხულო ეკობანაკს უმასპინძლა.

მონაწილეები ყველაზე მასშტაბური სასკოლო გარემოსდაცვითი კონკურსის – ნიკო კეცხოველის პრემიის ფინალისტები არიან.

ეკობანაკის მონაწილეებმა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოლომონ პავლიაშვილთან და ცენტრის დირექტორ თამარ ალადაშვილთან ერთად მდგრადი განვითარების მიზნებზე, ქვეყანაში არსებულ გარემოსდაცვით პრობლემებსა და გამოწვევებზე ასევე, ქვეყნის გარემოსდაცვით პოლიტიკაზე და ამ მიმართულებით მიმდინარე თუ დაგეგმილ საქმიანობაზე იმსჯელეს.

ცენტრის თანაშრომლებმა მოსწავლეებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხზე, ბიომრავალფეროვნებასა და გაუდაბნოების საკითხებზე ტრენინგები ჩაუტარეს, რომელიც მოიცავდა, როგორც თეორიულ ნაწილს, ისე პრაქტიკულ კომპონენტსა და დისკუსიას.

ეკობანაკი

ტრენინგის ფარგლებში მოსწავლეები გაეცნენ ორჰუსის კონვენციასა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობასთან დაკავშირებულ ძირითად საკითხებს. ცენტრის თანამშრომელმა მონაწილეებს წარუდგინა “გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და ცოდნის მართვის სისტემა” და ესაუბრა მის მნიშვნელობასა და მუშაობის პრინციპებზე.

ტრენინგების დასასრულს, ეკობანაკის მონაწილეებს ჩაუტარდათ მასტერკლასი „მომავალი ეკოსპიკერი“, სადაც მონაწილეები კამერასთან მუშაობის ტექნიკას, ასევე გარემოსდაცვითი ინფორმაციის ეფექტურად მიწოდების გზებს გაეცვნენ. მასტერკლასს ჟურნალისტი თორნიკე კვერენჩხილაძე უძღვებოდა.

ეკობანაკს ერთი კვირის განმავლობაში 10-ზე მეტი პროფესიონალი ესტუმრება, რომლებიც ბანაკის მთავარი თემის – მდგრადი განვითარების მიზნების შესახებ ისაუბრებენ.

ეკობანაკის მონაწილეები მთელი საქართველოდან, მათ შორის, ოკუპირებული აფხაზეთიდან არიან.

ეკობანაკი

ეკობანაკის მიზანია გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლება.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია CENN-ის მიერ 2015 წლიდან ხორციელდება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და ავსტრიის თანამშრომლობა განვითარებისათვის ფინანსური მხარდაჭერით პროექტის-ტყის მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში.

ეკობანაკი

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი

19Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB