დისკუსია ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიაზე

38 Views

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრი, გიგლა აგულაშვილი სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ”-ში დონორთა საკოორდინაციო შეხვედრას დაესწრო.

მინისტრმა დონორებსა და დაინტერესებულ მხარეებს სამინისტროს მიერ შემუშავებული ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ მურღულიასთან ერთად გააცნო.

ნარჩენების მართვის კოდექსისა და ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული დირექტივების მოთხოვნების შესაბამისად, მიმდინარე წლის აპრილში საქართველოს მთავრობამ დაამტკიცა ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია (2016-2030წწ) და ნარჩენების მართვის ეროვნული სამოქმედო გეგმა (2016-2020წწ).

შეხვედრაზე დისკუსია სამინისტროსა და დონორ ორგანიზაციებს შორის ნარჩენების მართვის ეროვნულ სტრატეგიის ეფექტიანი განხორციელებისთვის შემდგომი თანამშრომლობის განვითარების გზებისა და პერსპექტივების შესახებ გაიმართა.

შეხვედრას დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურიშვილი ესწრებოდნენ.

0Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB