“დიპლომატიური ტური” – დადიანების სალხინოს რეზიდენციაში

63 Views

საქართველოში აკრედიტირებული ელეჩები “დიპლომატიური ტურის” ფარგლებში დადიანების სალხინოს რეზიდენციაში იმყოფებოდნენ. დიპლომატიური კორპუსის წევრებმა დადიანების სასახლე, ეზო, ტაძარი და მარანი დაათვალიერეს.

ელჩებმა საგარეო საქმეთა მინისტრთან, სოფლის მეურნეობის მინისტრთან და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორთან ერთად მეგრული სამზარეულო დააგემოვნეს და კერძების მომზადების პროცესს დაესწრნენ.

ელჩები დიპლომატიური ტურის ფარგლებში სამეგრელოში 28 მაისს ჩავიდნენ. ორმოცამდე რეზიდენტმა და არარეზიდენტმა ელჩმა კონფლიქტისპირა ზოლი და იქ განხორციელებული პროექტები დაათვალიერა, ასევე დაესწრნენ რეგიონის პროექტებისა და პოტენციალის შესახებ მასალების პრეზენტაციას.

29 მაისს დიპლომატებმა ანაკლიის პორტის ტერტორია დაათვალიერეს და პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. ელჩები”აწარმოე საქრთველოს” ფარგლებში დაფინანსებულ სასათბურე მეურნეობასაც სტუმრობდნენ.

დიპლომატებმა ტურის ფარგლებში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებიც დაათვალიერეს.

“დიპლომატიური ტური” სამაგრელოში საგარეო საქმეთა სამინისტროსა და სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაცის ორგანიზებით ჩატარდა.

23Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB