დევნილებს საჩუქრად კარტოფილის A კლასის სათესლე მასალა გადასცეს

421 Views

კომპანია “კარტლის აგროსისტემებმა” 18 მაისს ქალაქ გორის სოფელ კარალეთში, კარტლის აკროსისტემების სერვის ცენტრში საქველმოქმედო აქცია გამართა.

კომპანიამ სოფ. კარალეთის დევნილთა დასახლებაში მცხოვრებ, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შედეგად დაზარალებულ დევნილების 480 ოჯახს, საჩუქრად გადასცა ჰოლანდიური კომპანია HZPC — ის კარტოფილის A კლასის სათესლე მასალა.

კომპანია „კარტლის აგროსისტემების“ მენეჯმენტი თვლის, რომ დევნილთა დახმარება თითოეული ჩვენგანის ვალდებულებაა, შესაბამისდ კომპანია “კარტლის აგროსისტემები” გრძნობს თავის წილ პასუხისმგებლობას, მხარში დაუდგეს და თავისი რესურსებით დაეხმაროს გორის რაიონში მცხოვრებ დევნილებს, ასევე საქართველოში კიდევ უფრო განავითაროს სოფლის მეურნეობა.

საქველმოქმედო აქციას დაესწრნენ შიდა ქართლის გუბერნატორის პირველი მოადგილე, შიდა ქართლის სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო სამსახურის ხელმძღვანელი და ადგილობრივი მთავრობის სხვა წარმომადგენლები და საზეიმოდ გადასცეს კარტოფილის სათესლე მასალა.

“კარტლის აგროსისტემები” ქართულ ბაზარზე უკვე 20 წელია მოღვაწეობს და მომხმარებელს მცენარეთა დაცვის საშუალებების, სასუქების, სათესლე მასალისა და სარწყავი სისტემების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს.

ამ პერიოდში კომპანიამ ფერმერებს შორის უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მომწოდებლის სახელი დაიმკვიდრა.

კომპანია “კარტლისს” გააჩნია საკუთარი საცდელ-სადემონსტრაციო მეურნეობები, სადაც ცდის ახალ ჯიშებს და პრეპარატებს და ამუშავებს სხვადასხვა კულტურების მოყვანის უახლეს ტექნოლოგიებს.

სტატია მოგვაწოდა კომპანიამ „კარტლის აგროსისტემები“.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2154 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB