DERAZA IBERICO საინვესტიციო წინადადებებით ჩამოვიდა

274 Views Comment Off

საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ ფონდში ხამონის (jamón) მწარმოებელი, ცნობილი ესპანური კომპანია DERAZA IBERICO-ს ოფიციალური დელეგაცია მიიღო.

კომპანია DERAZA IBERICO ესპანეთში იბერიკოს ჯიშის ღორების ფერმებს ფლობს და ხორცპროდუქტების ერთ-ერთი უმსხვილესი მწარმოებელია.

ესპანური კომპანია საქართველოში კახური ღორის ჯიშით არის დაინტერესებული.

ესპანურ დელეგაციას კომპანიის დამფუძნებელი რეხინო დიაზ დელ რიოსა ხელმძღვანელობს.

კომპანიის წარმომადგენლები საპარტნიორო ფონდს კონკრეტული საინვესტიციო წინადადებებით ესტუმრნენ. რეხინო დიაზ დელ რიოსა ქართული ღორის ჯიშების მოძიებას და ხორცპროდუქტების წარმოებაში ინვესტირებას გეგმავს.

საპარტნიორო ფონდში გამართულ შეხვედრას საინვესტიციო დეპარტამენტის წარმომადგენლები დაესწრნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო კომპანია DERAZA IBERICO-ს მიერ საქართველოში დაგეგმილ ღონისძიებებს.

ესპანური დელეგაციის წევრები ქვეყნის რეგიონებში ვიზიტს, ფერმერებთან შეხვედრებსა და მეცნიერული კვლევის მიზნით ქართული ღორის შესყიდვას გეგმავენ.

საქართველოში დელეგაციის ვიზიტი საპარტნიორო ფონდის მიერ ესპანეთში გამართული საქმიანი შეხვედრების დროს დაიგეგმა, რომელიც 13-18 აპრილს შედგა.

ესპნური კომპანია DERAZA IBERICO-ს დამფუძნებელს, საპარტნიორო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი დავით საგანელიძე და საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი ჩერქეზიშვილი ესპანეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში შეხვდნენ.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1360 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB