„დანერგე მომავლის“ ფარგლებში იმერეთის რეგიონში კაკლის ბაღი გაშენდა

361 Views Comment Off

იმერეთის რეგიონში, ხონის რაიონში გოგიტა ავალიანმა „დანერგე მომავალის“ პროექტის ფარგლებში ახალი ხეხილის ბაღი გააშენა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „დანერგე მომავალის“ პროექტის მენეჯერმა ლევან დოლიძემ და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა, იმერეთში, ხონის რაიონის სოფელ ივანდიდში პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ბენეფიციარის, გოგიტა ავალიანის ბაღი მოინახულეს.

გოგიტა ავალიანი პროგრამაში 2016 წელს ჩაერთო და 3 ჰექტარზე კაკლის ბაღის გაშენებისათვის და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის   10 219.2 ლარის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო. მიღებული დაფინანსებიდან 6 300 ლარი ნერგებზე, ხოლო 3 919.2 ლარი წვეთოვანი სისტემებისთვის იყო განკუთვნილი.

„დანერგე მომავლის“ პროექტის ფარგლებში იმერეთის რეგიონში სულ 164 ჰა მიწის ფართობზე გაშენდა მრავალწლიანი კულტურის სხვადასხვა ხეხილის ბაღები, ხოლო გაცემულმა დაფინანსებამ შეადგინა   730 039 ლარი.

ახალი ხეხილის ბაღების გაშენებისა და სარწყავი სისტემის მოწყობისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით გაშენებელი ფართობი დღეის მონაცემებით შეადგენს 3 267 ჰექტარს, ხოლო დაფინანსების მოცულობა 15 923 234 მილიონ ლარს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ აგროპროექტ „დანერგე მომავლის“ განხორციელება 2015 წლიდან დაიწყო. მისი მიზანია საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში (თბილისის, რუსთავის, ბათუმის, ქუთაისის და ფოთის გარდა) სასოფლო-სამეურნეო მიწების მიზნობრივი გამოყენების ზრდის მაქსიმალური ხელშეწყობა, მრავალწლოვანი ბაღების გაშენება და სანერგე მეურნეობების მოწყობა.

აგროპროექტ „დანერგე მომავალის“ ფარგლებში სახელმწიფო თანადაფინანსების მოცულობა შეადგენს:

  • ბაღის გაშენების შემთხვევაში — ნერგების ღირებულების 70% -ს და წვეთოვანი სარწყავი სისტემის ღირებულების 50%-ს;
  • სანერგე მეურნეობის შემთხვევაში — მეურნეობის შექმნის ღირებულების 50 % -ს.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო „აწარმოე საქართველოში — სწრაფი განვითარებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1254 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1309 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB