ბრუცელოზის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

53 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაავადება ბრუცელოზის საწინააღმდეგო უფასო პროფილაქტიკური ვაქცინაცია დაიწყო.

ცხოველების ვაქცინაცია პირველ ეტაპზე კახეთში, აჭარის რეგიონსა და თბილისის შემოგარენში მიმდინარეობს. ღონისძიებები ბრუცელოზის კონტროლის პროგრამის ფარგლებში სისხლის ნიმუშების კვლევის (სერომონიტორინგი) შედეგებზე დაყრდნობით, მაღლი რისკის ზონებში დაიგეგმა.

ცხოველთა ვაქცინაციისას გამოიყენება ცხოველთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (OIE) მიერ რეკომენდირებული მაღალი ხარისხის ვაქცინა.

პროფილაქტიკური ვაქცინაცია ეტაპობრივად ჩატარდება სამცხე-ჯავახეთის, მცხეთა-მთიანეთის, ქვემო ქართლისა და შიდა ქართლის რეგიონებში, სადაც მსხვილფეხა პირუტყვის სისხლის ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა ამ დროისთვისაც მიმდინარეობს.

შემდეგ კი, პროგრამის მიხედვით, მასობრივად, მთელი ქვეყნის მასშტაბით 3 წლის მანძილზე გაგრძელდება. ღონისძიების დაგეგვმას წინ უძღოდა 2014 — 2016 წლებში ცხოველთა სერომონიტორინგი. აღნიშნულ პერიოდში 254,387 სული მსხვილფეხა პირუტყვის სისხლის ნიმუშია შესწავლილი.

ბრუცელოზის საწინააღმდეგო კამპანიის პარალელურად, სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს ცხოველთა პასპორტიზაციის პროგრამას. ვაქცინირებული პირუტყვის მეპატრონეს ცხოველის საიდენტიფიკაციო დოკუმენტიც გადაეცემა.

ბრუცელოზი ქრონიკულად მიმდინარე ინფექციური დაავადებაა, რომელიც დიდ ზიანს აყენებს მესაქონლეობას და საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას. ბრუცელოზით ადამიანი ავადდება დაავადებული ცხოველისგან მიღებული აუდუღარი, ან არაპასტერიზებული რძის პროდუქტებით, ცხოველის მოვლისას უსაფრთხოების ზომების დაუცველობით.

ადამიანებში დაავადება მიმდინარეობს შემდეგი სიმპტომებით: ცხელება, სისუსტე, ოფლიანობა, მადის დაქვეითება, წონაში კლება, დეპრესია, უძილობა, სახსრების კუნთების და თავის ტკივილი. ბრუცელოზი ასევე იწვევს უშვილობას.

ცხოველებში დაავადება, ძირითადად, მიმდინარეობს უსიმპტომოდ, იშვიათად აღინიშნება: აბორტი, მომყოლის შეჩერება, გართულებული მშობიარობა.

სურსათის ეროვნული სააგენტო მოუწოდებს ცხოველთა მეპატრონეებს, თუ მათ პირუტყვს აღენიშნება ზემოთხსენებული სიმპტომები, დაუყოვნებლივ დაუკავშირდნენ ვეტერინარს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1206 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1303 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB