ბრტყელი ატამი – მოლდოვაში ფერმერები გაყიდვად ჯიშებს ნერგავენ

1009 Views

მოლდოვაში ფერმერთა ნაწილი, იმის გამო რომ ზოგიერთი ტრადიციული ხილის გაყიდვა, ბაზრის მოთხოვნებიდან გამომდინარე რთული გახდა, ითვალისწინებენ რა ფასს და კულტურის მოთხოვნებს, ახალ, მათ შორის ეგზოტიკურ სახეობებს აშენებენ.

ოთხი წლის წინ იური სტრატანმა, ბრტყელი ატმის (უწოდებენ აგრეთვე ლეღვისებრ და ფერგანის ატამს, ლათ. P.ferganensis Riab. et Kost.) ნერგები საბერძნეთიდან შემოიტანა, გააშენა ბაღი 2 ჰექტარზე და მესამე წელს პირველი მოსავალი აიღო.

ბრტყელი ატმის – მოვლა, წონა, მოსავლიანობა და ა.შ, თითქმის იგივეა, რაც ჩვეულებრივი ატმის შემთხვევაში, მაგრამ მას აქვს ერთი გადამწყვეტი უპირატესობა 3-4 ჯერ ძვირია.

იური სტრატანმა, რამდენიმე წლის წინ 10 ჰექტარზე მოცვიც გააშენა და შესაბამის შედეგს, მოცვის პლანტაციიდან იღებს.

რაც შეეხება ბრტყელ ატამს, მისი თქმით, კულტურამ მოლოდინი სრულად გაამართლა და შესაბამისად ახალ ფართობებზეც გეგმავს ბაღის გაშენებას.

ატამი

ბრტყელი ატამი, სამრეწველო მიზნით ფართოდ არის გაშენებული – საბერძნეთში, იტალიაში და ესპანეთში.

379Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB