ბრიტანეთში მაღაზიებმა ბოსტნეულის გაყიდვა შეზღუდეს

353 Views

ბრიტანეთის მაღაზიებმა, ხმელთაშუაზღვისპირეთში თოვლის და შტორმების შედეგად შექმნილი დეფიციტის გამო, ბოსტნეულის გაყიდვაზე შეზღუდვები დააწეს. ამგვარი მდგომარეობა აპრილის დასაწყისამდე გასტანს, იტყობინება Daily Mail.

მოხმარებელმა აქტიურად დაიწყო ბოსტნეულის მომარაგება, რამაც დახლების დაცარიელება გამოიწვია. შედეგად პროდუქტებზე ფასები გაიზარდა, მაგ. სალათის ფოთლები 3-ჯერ, ხოლო ყაბაყი 4-ჯერ გაძვირდა.

მსოფლიოში ერთ-ერთმა  უდიდესმა, საცალო სავაჭრო ქსელმა Tesco-მ, სალათის ფოთლების გაყიდვაზე ნორმირება შემოიღო. ქსელის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცუდმა ამინდებმა ესპანეთში ბოსტნეული მიწოდების პრობლემა შექმნა და რომ, Tesco-ს ევროპელი პარტნიორები ცდილობენ ამ პრობლემის მოგავარებას.

ბროკოლზე და სალათის ფურცლებზე, ერთ ჯერზე ყიდვის რაოდენობა შეზღუდა მეორე ქსელმა Morrisons-მა. ამ ქსელის წარმომადგენლის თქმით, ნორმირების გარეშე მრავალი მაღაზია გარკვეული სახის ბოსტნეულის გარეშე დარჩება, ეს გაკეთდა იმიტომ, რომ რესტორნებისა და პატარა მაღაზიების მფლობელებმა მთლიანად არ შეიძინონ არსებული მარაგი.

ჩვეულებრივ სალათის ფოთლების ექსპორტი ევროპის ქვეყნებში, ძირითადად ესპანეთის პროვინცია მურსიაზე მოდის. რეგიონში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე წვიმიანი სეზონის შედეგად შეიქმნა ამ კულტურის დეფიციტი, რაც პირველ რიგში ბრიტანეთზე აისახა, რადგან ბრიტანეთში ბოსტნეულის 50% ექსპორტირებულია.

ბრიტანეთში ევროპის ქვეყნებიდან ბადრიჯნის, პომიდვრის, ბროკოლის და ბულგარული წიწაკის ექსპორტიც შემცირებულია.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
სამკურნალო მცენარეები
წითელი მოცვი — სამკურნალო თვისებები — ნაყენის და ნახარშის რეცეპტი
2152 Views

წითელი მოცვი მარადმწვანე ბუჩქოვანი მცენარეა, 25-30 სმ-ის სიმაღლის, მცოცავი ჰორიზონტალური ფესურით, რომელიც ნიადაგის ზედაპირულ

სრულად
აგროკავკასია FB