ბრაზილიაში – მარცვლეულის რეკორდულ მოსავალს ელიან

მარცვლეული

2016/2017 სამეურნეო წელს, ბრაზილიაში მარცვლეული კულტურების რეკორდულ მოსავლს ელიან. მოსავალი 2015/2016 წელთან შედარებით 14%-ით გაიზრდება.

შესამჩნევი ზრდა არის მოსალოდნელი სხვა კულტურებშიც. მიუხედავად ბრაზილიის პოლიტიკური და ზოგადად ეკონომიკური კრიზისისა, სოფლის მეურნეობა ამ ქვეყანაში წლიდან წლამდე ვითარდება.

ამგვარი სიტუაცია უკვე იყო ბრაზილიაში წინა საუკუნის 70-იან წლებში, როცა ხელისუფლება ინვესტირებას სოფლის მეურნეობის პროექტებში ახორციელებდა, ფული იდებოდა ეკონომიკურად უფრო მომგებიან კულტურებში, ამ ყველაფრის მიზანი იმპორტ-ექსპორტის უარყოფითი სავაჭრო ბალანსის მინიმუმდე დაყვანა იყო.

განსაკუთრებული ყურადღება ექცეოდა საექსპორტო პროდუქტებს: ყავას და სოიას, აგრეთვე შაქრის ლერწამს, შედეგად შაქრის გარდა, ტექნიკური სპირტის წარმოებაც გაიზარდა.

მეორეს მხრივ სახელმწიფოს ყურადღების გარეშე დარჩა ისეთი კულტურები, როგორიცაა ბრინჯი და პარკოსნები.

უკვე მეორედ ნახევარ საუკუნეში, ბრაზილია ახერხებს ზოგადი ეკონომიკური კრიზისის ფონზე, ცალკეული დარგის სოფლის მეურნეობის განვითარებას.

თქვენი რეკლამა