ბოსტნეული და ბაღჩეული კულტურების ახალი ჯიშების დეგუსტაცია

105 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ სოფლის მეურნოების სამეცნიერო-კვლევით ცენტრში, ერთწლოვანი ბაღჩეული კულტურების დეგუსტაცია გაიმართა.

დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო ერთწლოვანი კულტურების-პომიდვრის, წიწაკის, საზამთროს, ნესვის ადგილობრივი და ინტროდუცირებული, ასევე მყნობის ახალი ტექნოლოგიების გამოყენებით მიღებული კულტურების ჯიშების/ჰიბრიდების 24 ნიმუში.

დეგუსტაცია ყველა წესის სრული დაცვით ჩატარდა. წარმოდგენილი ნიმუშები გემოვნური თვისებებისა და შესაბამისი მახასიათებლების მიხედვით სადეგუსტაციო კომისიამ შეაფასა. კომისიას სოფლის მეურნოების სამეცნიერო-კვლევით ცენტრის დირექტორი ლევან უჯმაჯურიძე ხელმძღვანელობდა.

ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის უფროსმა ნატო კაკაბაძემ აღნიშნა, რომ წილკნის ბაზის საკოლექციო და საკონტროლო სანერგეში, ღია გრუნტში წელიწადზე მეტია მიმდინარეობს ერთწლოვანი კულტურების მიზნობრივი კვლევები, რათა მოხდეს კულტურების პოტენციალის, გემოვნური მახასიათებლების და ა.შ. შესწავლა.

მიზნობრივი კვლევების მიზანს, მყნობის ახალი ტექნოლოგიებით მიღებული, ასევე ადგილობრივი და ინტროდუცირებული ჯიშებისა და ჰიბრიდების კვლევის შედეგად, პროდუქტიულობის ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესება წარმოადგენს.

წარმოებული დაკვირვებებისა და მიღებული შედეგების საფუძველზე სადეგუსტაციოდ შეირჩა:

  • სათბურში გამოყვანილი პომიდვრის ჯიშების /ჰიბრიდების 3 ნიმუში, ღია გრუნტში საკოლექციო სანერგეში გამოყვანილი პომიდვრის ჯიშების/ჰიბრიდების — 2 ნომერი, საკონტროლო სანერგიდან პომიდვრის ჯიშების/ჰიბრიდების — 3 ნიმუში, მყნობის ახალი ტექნოლოგიის გამოყენებით მიღებული ნამყენი პომიდვრის — 2 ნიმუში;
  • წიწაკის ჯიშების/ჰიბრიდების საკოლექციო სანერგეში დახურულ გრუნტში გამოყვანილი წიწაკის 3 ნიმუში; ღია გრუნტში საკოლექციო სანერგიდან სანერგეში გამოყვანილი წიწაკის 1 ნიმუში;
  • საკონტროლო სანერგიდან საზამთროსა და ნესვის ჯიშების/ჰიბრიდების 4 ნომერი, საკოლექციო სანერგიდან ნამყენი ნესვის ჯიშების/ჰიბრიდების — კი მხოლოდ 2 ნომერი.

დეგუსტაციის შედეგები, შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ საჯარო გახდება და განთავსდება სოფლის მეურნოების სამეცნიერო-კვლევით ცენტრის ფეისბუქის გვერდზე.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
სამკურნალო მცენარეები
კუნელი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1546 Views

კუნელის (ლათ. Crataegus; რუს. Боярышник) მრავალი სახეობა არსებობს. ამათგან სამკურნალოდ იყენებენ ძირითადად ორი სახეობის კუნელს – ეკლიანს ანუ ჩვეულებრივ 

სრულად
აგროკავკასია FB