ბორდოში ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები გაიმართა

125 Views

საფრანგეთში, ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში მიმდინარე გამოფენის „საქართველო — ღვინის სამშობლო» ფარგლებში, 13-დან 15 ოქტომბრის ჩათვლით, ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები გაიმართა.

ღვინის ცივილიზაციის ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) მიმდინარე წლის ივლისიდან ქართული გამოფენა უამრავ დამთვალიერებელს მასპინძლობს. წარმოდგენილი ექსპოზიცია სტუმრებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის უწყვეტ ისტორიას გაეცნოს და ამავე დროს,  ქართველი და უცხოელი ღვინის მაგისტრების ხელმძღვანელობით, ქართული ღვინის დეგუსტაციებში მიიღოს მონაწილეობა.

„გამოფენა ღვინის ცივილიზაციის ცენტრში არის საუკეთესო საშუალება კიდევ უფრო კარგად გავაცნოთ ქართული ღვინო  ღვინის მოყვარულებს მთელი მსოფლიოდან. გამოფენის ფარგლებში არაერთი დეგუსტაცია-პრეზენტაცია ჩატარდა, სადაც  მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ ქართულ ღვინოს, ქართული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებას, ღვინის დაყენების მეთოდებს. ასეთი დეგუსტაციები საშუალებას იძლევა  მომხმარებელმა არა მარტო დააგემოვნოს ღვინო, არამედ  დასვას კითხვები, მიიღოს მეტი ინფორმაცია, გაეცნოს სხვადასხვა მოსაზრებას“, — განაცხადა გიორგი სამანიშვილმა.

მუზეუმის სტუმრებისთვის გამართულ დეგუსტაციაზე ქართული ყურძნის ჯიშების მრავალფეროვნებაზე, მევენახეობა-მეღვინეობის 8000 წლიან უწყვეტ ისტორიაზე და ღვინის დაყენების ქართულ ტრადიციებზე, მათ შორის ქვევრის ღვინის უნიკალურობაზე ისაუბრეს ღვინის ექსპერტებმა ჯულია ჰარდინგმა და ერვე რომამ.

„საქართველოს წარმოჩენა ბორდოში არის ძალიან მნიშვნელოვანი. ბორდო არის მეღვინეობის უდიდესი რეგიონი, სადაც ბევრი და კარგი ღვინო იწარმოება. ამ რეგიონს მეღვინეობის დიდი ხნის ისტორია აქვს, თუმცა, დარწმუნებული ვარ, არა იმაზე დიდი ხნის, ვიდრე საქართველოს. ჩემთვის დიდი პატივია გამოფენის ვიზიტორებს გავუზიარო ქართული ღვინის ხარისხის, მისი ხასიათის შესახებ მოსაზრებები“, — აღნიშნა გამართული პრეზენტაცია-დეგუსტაციის მნიშვნელობის შეფასებისას ჯულია ჰარდინგმა.

ქართული ღვინის დეგუსტაცია-პრეზენტაციები, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის გიორგი სამანიშვილის, ცნობილი ღვინის მაგისტრის ჯულია ჰარდინგის, ღვინის ექსპერტის ერვე რომას და ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარის ანა გოდაბრელიძის ხელმძღვანელობით გაიმართა.

აღსანიშნავია, რომ საქართველო პირველი მიწვეული ქვეყანაა, რომელმაც ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის ცენტრში მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა და მუზეუმის საპატიო მასპინძელია.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1257 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3473 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB