ბორდოში გამოფენა „საქართველო — ღვინის აკვანი“ დასრულდა

91 Views Comment Off

საფრანგეთის ქალაქ ბორდოში, ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრში (Cité des Civilisations Du Vin) გამოფენა „საქართველო — ღვინის აკვანი“ ქართული ფოლკლორული ანსამბლ „ბასიანის“ საზეიმო კონცერტით დასრულდა.

საღამოს უძღვებოდა ესპანელი მუსიკათმცოდნე პოლო ვალეხო, რომელმაც ქართულ პოლიფონიურ მუსიკასა და ღვინის კულტურაზე ისაუბრა. კონცერტის დასასრულს სტუმრებისთვის ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა.

საზეიმო საღამოს საფრანგეთში საქართველოს ელჩი ეკატერინე სირაძე-დელონე, საქართველოს პარლამენტის წევრები და ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგებლები დაესწრნენ.

ელჩის განცხადებით, გამოფენამ ათეულ ათასობით სტუმარს მისცა შესაძლებლობა დაეგემოვნებინა ქართული ღვინოები და გაცნობოდა წარმოდგენილ ექსპონატებს, რომლებიც ადასტურებს რომ საქართველო უძველესი მეღვინეობის კერაა.

„თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს გამოფენა შედგა. ღვინის ცივილიზაციის მსოფლიო ცენტრი ახალი გამოფენისა და მომდევნო მოწვეული სტუმრისთვის ემზადება. ცენტრის დირექტორის თქმით, გაძნელდება ამ დონის გამოფენის წარმოდგენა შემდეგი მიწვეული ქვეყნისთვის, რომელიც შეძლებს ასეთივე ხარისხიანი და საინტერესო გამოფენის წარდგენას, როგორც ეს საქართველოს შემთხვევაში იყო. გამოფენით ყველა აღფრთოვანებულია“ — აღნიშნა ეკატერინე სირაძე-დელონემ.

გამოფენა „საქართველო-ღვინის აკვანი“ მიმდინარე წლის 31 ივლისს გაიხსნა. 14 სექტემბერს ცენტრის შესასვლელში მუდმივ ექსპოზიციად ქართული ქვევრიც დაიდგა იმის აღსანიშნავად, რომ „იუნესკომ“ 2013 წელს ქვევრში ღვინის დაყენების ქართული ტრადიციული მეთოდი მსოფლიო არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში შეიყვანა.

საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელმაც მევენახეობა-მეღვინეობის გამოფენათა ციკლი გახსნა. გამოფენის ფარგლებში გაიმართა არაერთი ღონისძიება — დეგუსტაციები, სამეცნიერო კონფერენციები და პროფესიონალური შეხვედრები.

გამოფენის ფარგლებში წარმოდგენილი იყო უნიკალური არქეოლოგიური და ეთნოგრაფიული ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმიდან, რომლებიც ადასტურებს, რომ საქართველო უძველესი ღვინის ცივილიზაციის ქვეყანაა.

ბორდო ითვლება ევროპის წამყვან კულტურულ და ტურისტულ ცენტრად და მსოფლიო ღვინის დედაქალაქად, რომელიც ყოველწლიურად 6 მილიონზე მეტ ტურისტს მასპინძლობს.

ღვინის ცივილიზაციის ცენტრი – Cité des Civilisations Du Vin – განთავსებულია 14 ათას კვ. მეტრზე და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებით დამთვალიერებლებს ღვინის ცივილიზაციის ისტორიასა და თანამედროვეობას აცნობს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1360 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB