ბიოსერტიფირების პერსპექტივები მცირე მეურნეებისა და კოოპერატივებისათვის

215 Views

2017 წლის ბოლოს, თბილისში, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამისა“ და ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ მიერ ორგანიზებული სემინარი გაიმართა, თემაზე „ბიოსერტიფირების პერსპექტივები მცირე მეურნეებისა და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისათვის“.

შეხვედრაზე მოწვეულნი იყვნენ ადგილობრივი ფერმერები, დარგის სპეციალისტები, სამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლები, ფერმერთა ჯგუფი მოლდოვიდან და მოლდავური ორგანიზაცია „AGROinform-ის” წარმომადგენელები.

შეხვედრა გახსნეს ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ დირექტორმა ქალბატონმა მარიამ ჯორჯაძემ, საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია „ოქსფამის“ სოფლის მეურნეობისა და სასურსათო უსაფრთხოების პროგრამის მენეჯერმა ბატონმა ლევან დადიანმა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ბატონმა გიორგი ხანიშვილმა, რომელთაც ხაზი გაუსვეს ბიოწარმოების განვითრების მნიშვნელობას საქართველოსათვის.

ასოციაცია „ელკანას“ წარმომადგენელმა ელენე შატბერაშვილმა სემინარის მონაწილეებს გააცნო საქართველოში ბიოწარმოების განვითარების მდგომარეობა, პრობლემები და პერსპექტივები.

მან ყურადღება გაამახვილა ისეთ პრობლემებზე, როგორიცაა ფერმერების დაბალი ხელმისაწვდომობა ბიოპრეპარატებსა და სათესლე მასალაზე, ინდივიდუალური სერტიფიცირების მაღალ ხარჯები, დონორი ორგანიზაციების მხრიდან დაბალი ინტერესი და სახელმწიფო მხარდაჭერის პროგრამების არარსებობა, ასევე ბიოპროდუქტების ადგილობრივი ბაზრის განუვითარებლობა.

მოლდავური ორგანიზაცია „AGROinform” წარმომადგენელმა ბატონმა ვიქტორ ჩიმპოშმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო მოლდოვაში ბიოწარმოების განვითარების მიმართულებით არსებული მდგომარეობა, სახელმწიფო შესყიდვების სისტემა და სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ბიოწარმოების ეფექტურ მხარდაჭერას 2018-2025 წლებში.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტების მართვის სააგენტოს ტექნიკური დახმარების სამსახურის უფროსმა ქალბატონმა ნატალია ხარატიშვილმა შეხვედრის მონაწილეებს გააცნო 2018 წლიდან დაგეგმილი ბიოსერტიფიცირების სუბსიდირების პროგრამა, რომელიც მოიცავს ბენეფიციარების ტექნიკურ და ფინანსურ დახმარებასა და ადვოკატირების კომპონენტს.

შეხვედრის დასასრულს, ბიომწარმოებელთა მონაწილეობით გამართულ პანელურ დისკუსიაში შეხვედრის ყველა მონაწილეს მიეცა შესაძლებლობა გამოეთქვა თავისი მოსაზრება სფეროში არსებულ მდგომარეობასა და პრობლემებთან დაკავშირებით.

გამოიკვეთა პრობლემური საკითხები, რომლებსაც ყურადღება უნდა მიექცეს სახელმწიფოს მხრიდან, მათ შორის: ბიოწარმოების სახელმწიფო მხარდაჭერა, ბიონიშნის შექმნა, პოპულარიზაცია და ბიოპროდუქტების ბრენდირების ხელშეწყობა; მარკეტინგული კოოპერატივების შექმნის გზით ბიოპროდუქტების გასაღების ხელშეწყობა.

შეხვედრა ჩატარდა ევროპის სოფლის მეურნეობის და სოფლის განვითარების პროგრამის  (ENPARD) ფარგლებში დაფინანსებული პროექტის  „სასოფლო სამეურნეო კოოპერატივების განვითარების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში.

41Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
აგრომარკეტი
ელექსირი
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
ბიზნეს გეგმა
აგროკავკასია FB