ბიოლოგიურად სუფთა პროდუქციის დაგემოვნება ყოველ შაბათს შეგიძლიათ

ბიო

კიდევ ერთი სიახლე,,საფერავი TV-სა“ და კომპანია ,,ჯეოფერტისგან“ – კაფეტერია ,,კერაში“ 29 აპრილიდან, ბიოპროდუქტების პოპულარიზაციის მიზნით, დეგუსტაცია-გამოფენების სერია დაიწყო.

საზოგადოებას, ყოველ შაბათს, 17:00 საათზე, ფალიაშვილის #98-ში მისვლა და ბიოფერმერების მიერ მოყვანილი ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტების დაგემოვნება შეუძლია.

უკვე ჩატარებული სამი ღონისძიების ფონზე შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში ბიოპროდუქციის პოპულარიზაციის კუთხით დიდი ნაბიჯები გადაიგდა. საზოგადოებამუკვე გაიცნო, თუ როგორია ბიოლოგურად სუფთა კარტოფილი, ღვინო, მწვანილი, მარწყვი, ხორბალი, პური, ყველი, ხახვი, ნიორი და სხვა.

დეგუსტაციის პირველ დღეს სტუმრები ბელორუსიდან და რუსეთიდანაც იმყოფებოდნენ.

,,საფერავი TV-ს“ ხელმძღვანელი – დიმიტრი კოსტაროვი –  ამ ინიციატივის მნიშვნელობას უსვამს ხაზი, რომელიც ბიოპროდუქტების პოპულარიზაციას ეწევა.

საერთაშორისო საინჟინრო აკადემიის აკადემიკოსმა, სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოორგანული ქიმიის კათედრის გამგემ, სახელმწიფო პრემიის ლაურეატმა და პროფესორმა – რამაზ გახოკიძემ  – ,,საფერავი TV-სა“ და მის კოლექტივს მადლობა გადაუხადა ამ საქმეში შეტანილი წვლილისათვის

დეგუსტაციის გახსნის დღეს დაესწრო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობისა და სურსათის დეპარტამენტის უფროსი – თენგიზ კალანდაძე, მან ბიოპროდუქტების ბაზრის გაფართოების მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და ევროპული ქვეყნების მაგალითი მოიყვანა.

,,ჩვენ პროდუქციის ჭარბი წარმოებით კონკურენციის გაწევა არ შეგვიძლია, თუმცა, საშუალება გვაქვს, გვქონდეს ნიშური პროდუქცია, ამის ყველანაირი კლიმატურ-ნიადაგობრივი პირობა არსებობს. სოფლის მეურნეობის სამინისტროშიმიდის ამ კუთხით მუშაობა, რომელიც შემდგომში შედეგის მომტანი აუცილებლად იქნება. შეგვეძლება გვქონდეს პროდუქცია, გავიტანოთ ექსპორტით და თავისთავად შემოსავლიც მივიღოთ,“-აღნიშნა მან.

გახსნის დღეს სხვადასხვა ცნობილი სახეც იმყოფებოდა, ისინი ღიად უჭერენ მხარს ბიოპროდუქციის პოპულარიზაციას.

ნინო ზაუტაშვილი  -ჟურნალისტი:,,საზოგადოება მივიდა დასკვნამდე,რომ უმჯობესია, მიირთვას ჯანსაღი პროდუქტი.

მასმედიას დიდი მნიშვნელობა აქვს ამ საქმის პოპულარიზაციაში, ,,საფერავი TV” აკეთებს ფასდაუდებელ საქმეს, რადგან ხშირად ამ ტელევიზიის საშუალებით უამრავ საინტერესო ინფორმაციას ვიგებთ. ,,რეალური სივრცეც“ შეეცდება, რომ ბიომეურნეობის პოპულარიზაციის საქმეში თავისი წვლილი შეიტანოს.“

მედიკოსები ამახვილებენ ყურადღებას, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სუფთა პროდუქტის მიღება. ექიმ აკაკი ნიშნიანიძის თქმით, დიდი მნიშვნელობა აქვს, თუ რას მიირთმევს ადამიანი.

,,საქართველოს ისეთი მდებარეობა აქვს, რომ ნაკლები დანახარჯით ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტის მიღება შეიძლება ქიმიკატებისა და დანამატების გარეშე.“

რამაზ გახოკიძემ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სწორედ საკვების მავნებლობას მიეწერება მსოფლიოში გავრცელებული სხვადასხვა სამედიცინო თუ ეკოლოგიური პრობლემა.

შეხვედრების სერიას თავად ბიომეურნეები ესწრებიან აქტიურად და საზოგადოებას თავიანთ პროდუქციასა და გამოცდილებას აცნობენ. მათ შორისაა თემურ კორტავა – ,,კორტავების მარნის“ მეღვინე. მისი თქმით, ბიოპროდუქციის არსებობა ბაზარს სასიცოცხლოდ სჭირდება.

თამაზ ღლონტი – ,,ჯეოფერტის“ ტექნიკური დირექტორი, აკადემიკოსი: ,,ჩვენ ვაწარმოებთ სასუქებს ბიოორგანული სოფლის მეურნეობისთვის, ჯერჯერობით სამი დასახელების სასუქი გვაქვს, თანდათანობით იზრდება ჩვენი ასორტიმენტი და საზღვარგარეთიდანაც  დიდ მოთხოვნაა, ესენია – გერმანია, თურქეთი, ესპანეთი, კოლუმბია, ინდოეთი, ყაზახეთი, აზერბაიჯანი. და ა.შ.

წელს პირველად გავედით ბაზარზე და ჩვენი პროდუქციის რეალიზაციისა და მოთხოვნილების მიხედვით ვატყობთ, რომ ის ეს მზარდი ბიზნესია, ხალხი უკვე მომწიფდა იმისთვს, რომ ბიოპროდუქტი აწარმოოს. ამ ძალისხმევას ტელევიზია ძალიან ეხმარება და დიდ საქმეს აკეთებს.“

დეგუსტაციების შემდეგ სერიაზე მეურნეებმა ბიომარწყვისა, ბიოხორბლისა და ბიომწვანილის ნიმუშები წარმოადგინეს.

კობა დვალიშვილი  კენკროვანი კულტურების მეურნე –    ,,პროდუქცია ნაწარმოებია ისეთი ბიოდანამატებით, როგორიცაა, მაგალითად, ,,ბიოაგრო“. ასევე, მეხმარებოდნენ კვალიფიციური ადამიანები – რამაზ გახოკიძე, რომლის პრეპარატი ,,ბიორაგი“ საოცარი შედეგების მომტანია. სახეზე კი არის მოსავალი, რომელიც არის ხარისხობრივადაც და ვიზუალურადაც საუკეთესო.

სამწუხაროდ, დღეს არ არსებობს პროდუქტის კონტროლის ეფექტური საშუალებები, ამიტომ რთულია იმის დადგენა, თუ რას ვჭამთ. რამდენადაც ეს პრობლემა გავაანალიზე და გადაწყვეტილი მქონდა, სოფლის მეურნეობის კუთხით წავსულიყავი, განვიზრახე, ეკოლოგიურად სუფთა კენკროვანი კულტურები მეწარმოებინა.

ამ პრეპარატებით კი ეს მარტივად შევძელი. შარშან, სანამ ბიოსასუქების გამოყენებას დავიწყებდი, უამრავი მავნებელი იყო, მაგრამ მას შემდეგ, რაც მიდგომა შევცვალე, არანაირი მავნებელი აღარ აწუხებს პროდუქტებს.

ყველას მოვუწოდებ ბიოწარმოებაზე გადავიდეს! მადლობა ,,ბიოაგროსა“ და ,,საფერავი TV-ს“, რომლებიც ცნობიერების ამაღლებას ასე ცდილობენ!“

დიმიტრი კოსტაროვმა დეგუსტაციის მეორე კვირას გამოთქვა სურვილი, რომ საქართველოში ლაბორატორია იმდენად გაფართოვდეს, შესაძლებელი გახდეს პროდუქტის შემოწმება.

შეხვედრაზე საქართველოს  სხვადასხვა კუთხიდან, მათ შორის, აფხაზეთიდანაც ჩამოვიდნენ ბიომეურნეები. გალის რაიონის ერთ-ერთმა მცხოვრებმა აქტიურად დაიწყო ბიოპრეპარატების გამოყენება და კიტრის და სიმინდის მოსავლის მნიშვნელოვანი მატება აღენიშნება. როგორც მან აღნიშნა, მოსახლეობაში ამ პრეპარატებზე მოთხოვნა დიდია.

ოლეგ ცირეკიძე ,,ბიოაგროს“  ტექნიკური დირექტორი: ,,დღითი-დღე იზრდება ფერმების რიცხვი, რომელთაც ბიოპროდუქტი მოჰყავთ. დადგა საკითხი იდენტიფიცირებისა, როგორ უნდა განასხვავოს ეკოლოგურად სუფთა პროდუქტი ადამიანმა არანატურალურისგან. ჩვენმა კომპანიამ დაარეგისტრირა სავაჭრო ნიშანი, რომელსაც მივანიჭებთ იმ ფერმერებს, რომლებიც მხოლოდ ბიოტექნოლოგიებით მოიყვანენ პროდუქციას. იქნება დიდი კონტროლი, რადგანც პასუხისმგებლობას ვიღებთ საზოგადოების წინაშე.“

ჯამში სერტიფიკატები და სტიკერები ემზარ სეხნიაშვილსა და კობა დვალიშვილს გადაეცათ, თუმცა მათ რიცხვს არაერთი სხვა ბიოფერმერი მიემატება, რომლებიც პერიოდულად წარმოადგენენ ,,კერაში“ თავიანთ პროდუქციას.

,,სერტიფიკატის საშუალებით უკვე დავარწმუნებთ მომხმარებელს, რომ იყიდონ ჩვენი პროდუქტი, რადგანაც ის სუფთაა,“-აღნიშნა ემზარ სეხნიაშვილმა, რომლის მწვანილიც იყო წარმოდგენილი დეგუსტაციაზე.

შეხვედრას არაერთი მეცნიერი ესწრებოდა, მათ შორის, აკადემიკოსი პაატა კოღუაშვილი:

,,საქართველოს ბიოპოტენციალს  10-12 მილიონი ადამიანის გამოკვება შეუძლია, მაგრამ დღეს 8-9 მილიონამდეა შემცირებული და ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს,“-აღნიშნა მან.

,,მინდა ყველა მწარმოებელს ვუსურვო წარმატება. ისინი პირველი მერცხლები არიან, რომელთაც ჩვენ გადავეცით სტიკერი, დასტურად იმისა, რომ ბიოლოგიურად სუფთა პროდუქტი მოჰყავთ. მათ ამ სტიკერების – სავაჭრო ნიშნების – მთელი წლის განმავლობაში გამოყენება შეეძლებათ,”- აღნიშნა კარლო კიკორიამ – კომპანია ,,ბიო-აგროს“ დირექტორმა, სოფლის მეურნეობის აკადემიურმა დოქტორმა.

შოთა ჩხეიძე, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:,,დედამიწაზე იზრდება მოსახლეობა და სასურსათო რესურსის დეფიციტიც აღინიშნება. გამოსავალი კი ამ პრეპარატებშია, რომლებიც მოსავლიანობის ზრდას უწყობს ხელს.

მე, პირადად, ,,საფერავი TV-სგან“ დიდ ცოდნას ვიღებ და ამისთვის დიდი მადლობა მთელს კოლექტივს.“

მესამე შაბათს მწარმოებლებმა ბიოლოგიურად სუფთა ხახვი, ნიორი და მარწყვი, აგრეთვე – ამავე ტიპის პროდუქტისგან წარმოებული  ნატურალური თაფლი, კურაგა, ჯემები, მურაბები, ჩურჩხელა, შემოქმედის ჩაის რამდენიმე სახეობა, თათარა და კომპოტები წარმოადგინეს.

ნოდარ მინდიაშვილი კომპანია ,,სანათურის“ გენერალური დირექტორი, ბიოლოგიის დოქტორი: ,,ბიოლოგიური პროდუქცია  უფრო და უფრო მზარდ ხასიათს იძენს, ცნობილია, რომ დასავლეთ ევროპაში ბოლო წლების განმავლობაში ეკოლოგიურად სუფთა  პროდუქციის ზრდის მატება საშუალოდ 10-15 %-ია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ჩვენი ბაზარიც მალე გამოთქვამს ამ მზაობას.

დგება გარკვეული პრობლემები, რომლებიც  ხელს უშლის ამ მიმართულების სწრაფ განვითრებას – მათ შორის, სპეციალიზებული ქსელის უქონლობა. მწარმოებელმა არ იცის, მის პროდუქციას  რომელი ქსელი მიიღებს, გაყიდის თუ არა. თუ სავაჭრო ქსელებში შეკვეთის ფორმირება არ ხდება, ძნელია მწარმოებელმა თავის თავზე აიღოს უცნობი პროდუქტის დამზადება.

აქ წარმოდგენილ ხახვს, ნიორსა და მარწყვს ვიზუალურადაც და სუნზეც ეტყობა, რომ ჯანსაღია და არ შეიცავს ქიმიურ დანამატებს.

შაბათის შეხვედრები ძალიან დიდ საქმეს აკეთებს და დაეხმარება ქართულ აგრარულ ბაზარს, რომ ნელ-ნელა პოპულარული გახდეს ბიო-აგრო მიმართულება.

გოჩა აბდუშელიშვილი ,,ქართული ნატურალური ნობათის“ დამფუძნებელი:

,,დიდი მადლობა ბატონ დიმას და ,,საფერავი TV-ის“მხარდაჭერისათვის. ჩვენი კომპანია აერთიანებს ქართულ წამრმოებას, აქ წარმოდგენილი ქართული პროდუქტი არ არის დღეს პოპულარული, ჩვენი მიზანია, ეს მიდგომა შევცვალოთ და მსოფლიო ბაზარზე მას თავისი ფასი დაედოს.

ოლეგ ცირეკიძე: ,,ბიო-აგროს“ ტექნიკური დირექტორი: ,,საოცარი ნიორი, ხახვი და მარწყვია დღეს წარმოდგენილი. კარგია, რომ თანდათან მატულობს მწარმოებელთა რიცხვი და  სავაჭრო ნიშნის მინიჭების კანდიდატიც საკმაოდ ბევრია. ვიმედოვნებთ, რომ მომავალში მეტი და მეტი ასეთი პროდუქტი გაჩნდება“.

როგორც  დაანონსდა, თვის ბოლოს ყიფშიძის ქუჩაზე გაიხსნება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციის მაღაზია – ,,ბიო-აგრო“. იგეგმება მაღაზიის ქსელის გაფართოებაც.

ავტორი: ნატალია ჯალაღონია;
სტატია მოგვაწოდა საფერავი ტვ-მ.

თქვენი რეკლამა