ბიაიჯი — ფერმერებს უფასო ტრენინგებზე იწვევს

249 Views Comment Off

15 აგვისტოდან — 23 აგვისტოს ჩათვლით მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ბიაიჯი, რომელიც წარმოადგენს ერთ-ერთ წამყვან მიკროსაფინანსო კომპანიას, ფერმერებს იწვევს ტრენინგზე „აგრო-ბიზნესის თანამედროვე ტექნოლოგიები“.

ტრენინგს გაუძღვება ბიაიჯის აგრო-ბიზნესის ექსპერტი — ილია მჭედლიძე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში მუშაობს აგრარულ სფეროში სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციის ინიცირებით ჩატარებულ პროექტებში. იგი კონსულტაციებით ეხმარება ფერმერებს გახადონ თავიანთი მეურნეობები უფრო პროდუქტიული და მომგებიანი.

ტრენინგი ჩატარდება: თელავში, სენაკში, ახალციხესა და გორში.

ფერმერთათვის მოწყობილ ტრენინგებთან დაკავშირებით, ბიაიჯის დირექტორმა დავით ბობოხიძემ განაცხადა: „ ვინაიდან სასოფლო-სამეურნეო ბიზნესის დაფინანსება ჩვენი კომპანიის პრიორიტეტული მიმართულებაა, ჩვენ ვცდილობთ ხელი შევუწყოთ აგრარული სფეროს განვითარებას, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკის აღმავლობის საფუძველია.

გარდა ამისა, არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის ვახორციელებთ სხვადასხვა სოციალურ პროექტებს. მათ შორის პროექტს „ბიაიჯი ფერმერებისთვის“, რომლის ფარგლებში ვაწყობთ სხვადასხვა ღონისძიებებს: ტრენინგებს, გაზეთ „აგრომანის“ გამოშვებას და სხვ.

ჩვენ მსგავსს ტრენინგებს ვახორციელებთ 2011 წლიდან. ისტორიულად ასეთი ტრენინგები გამოირჩეოდა ფერმერთა მხრიდან დიდი დაინტერესებით. წელს უფრო მეტ რეგიონში ვატარებთ ტრენინგებს და ველოდებით ფერმერთა მეტ აქტიურობას.

ტრენინგები გამოირჩევა თითოეულ რეგიონზე მორგებული პრაქტიკული რჩევებით, რაც ტრენინგის მონაწილეებს რეალურ დახმარებას გაუწევს გარდაქმნან თავიანთი წვრილი საოჯახო მეურნეობები მომგებიან ბიზნესებად.

დაინტერესებულ ფერმერებს 12 აგვისტომდე შეუძლიათ დაგვიკავშირდნენ შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: info@big.com.ge.„

ბიაიჯის შესახებ: ბიაიჯი საქართველოს ბაზარზე მოქმედი  მიკროსაფინანსო ორგანიზაციაა, რომელიც აერთიანებს 200 — მდე თანამშრომელს, 4 სერვის ცენტრსა და სათავო ოფისს თბილისში, 2 სერვის ცენტრს ქუთაისში და 1 — თელავში, რუსთავში, ახალციხეში, გორსა და სენაკში, რაც საერთო ჯამში შეადგენს 11 სერვის ცენტრს.

მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსება ორგანიზაციის ძირითად საქმიანობას წარმოადგენს როგორც ქალაქებში, ასევე სოფლად.

ბიაიჯის პროდუქტები და მომსახურება მორგებულია მცირე და საშუალო ზომის საცალო მაღაზიების, მომსახურების სფეროს კომპანიებისა და ფერმერული მეურნეობების ბიზნეს საჭიროებებზე. გარდა ბიზნეს და აგრო სესხებისა, ბიაიჯი ფიზიკურ პირებს  სთავაზობს ავტოსესხებს.

ყოველდღიურ საქმიანობაში კომპანიას დანერგილი აქვს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის პრინციპები და შესაბამისად მიღებული აქვს სოციალური რეიტინგი Micrifinanza-სგან — საერთაშორისო სარეიტინგო ორგანიზაციისგან.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
გამოიყენეთ ბუნებრივი ანტიბიოტიკები — იყავით ჯამრთელი!
1206 Views

ხშირად გაციების ან სხვა საჭიროების გამო, აუცილებელი ხდება ანტიბიოტიკების გამოყენება. ეს კი იწვევს იმუნიტეტის დაქვეითებას და სასარგებლო ბაქტერიების განადგურებას. შესაძლებლობის ფარგლებში, კარგი იქნება თუ ქიმიურ საშუალებებს ბუნებრივით ჩაანაცვლებთ. წარმოგიდგენთ რამდენიმე

სრულად
სამკურნალო მცენარეები
ზეთისხილი — სამკურნალო მცენარე, რამდენიმე რეცეპტი
1303 Views

ზეთისხილი-ზეთისხილისებრთა ოჯახის წარმომადგენელი, მარადმწვანე 3-7 (12) მ სიმაღლის ხე ან მაღალი ბუჩქია განიერი გადაშლილი ვარჯითა და დაბრეცილი ღერო-ტოტებით. ყლორტებზე ერთიმეორის მოპირისპირედ განლაგებული მოკლეყუნწიანი ტყავისებრი, ლანცეტა ან ოდნავ წაგრძელებული ფოთლები ზემოდან

სრულად
აგროკავკასია FB