ბერლინში „მწვანე კვირეული 2017“ გაიხსნა

40 Views Comment Off

სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ქალაქ ბერლინში სურსათის, სოფლის მეურნეობისა და მებაღეობის საერთაშორისო გამოფენის „მწვანე კვირეული 2017″ (Gruene Woche 2017) გახსნის ღონისძიებას დაესწრო.

ბერლინის საერთაშორისო გამოფენა სოფლის მეურნეობის მიმართულებით მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და პრესტიჟულია. აღნიშნული გამოფენა, 1926 წლიდან ყოველწლიურად იმართება.

წელს, ,,მწვანე კვირეული 2017“ -ში (Gruene Woche 2017) სხვადასხვა ქვეყნის 1500-მდე კომპანია მონაწილეობს. გამოფენის ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად 400 000 -ზე მეტს აღწევს. მიმდინარე წელს, გამოფენა ,,მწვანე კვირეულის“ პარტნიორ ქვეყანას გერმანიასთან ერთად უნგრეთი წარმოადგენს.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით, აღნიშნულ გამოფენაში ყოველწლიურად ქართული კომპანიები იღებენ მონაწილეობას.

წელს, საქართველოს სტენდზე 17 კომპანიის („ქიმერიონი“, „თამარის მარანი“, ,,ბებუ“, „ჩელთი“, „ტიბანელი“, „ბადაგონი“, „მილდიანი“, „კორპორაცია ქინძმარაული“, „შუხმან ვაინსი“, „კახური“, ,,კავკასიური“, ,,გეო პრო“, „ღვინის მარანი ლილი“, ,,გეოვინო“, „ქართ valley“, „გეოჰაუსი“, „ინტერ ტრეიდი“) პროდუქცია — ღვინო, ჭაჭა, ლიმონათი, წვენი, ჩაი, ჩურჩხელა, გოზინაყი, ტყლაპი, ტყემალი, ჯემი, თხილი, მშრალი ხილი, სუნელი და საწებელია წარმოდგენილი.

ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ, ქართული პროდუქციის პოპულარიზაციას საერთაშორისო ბაზრებზე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. შესაბამისად, წლევანდელ გამოფენაზე საქართველო მრავალფეროვანი პროდუქციით არის წარმოდგენილი.

გერმანიაში ვიზიტის ფარგლებში საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა შეხვედრები გამართა გერმანიის, ესტონეთის, ლატვიის, ლიტვის, სლოვენიის, მოლდოვას და სომხეთის სოფლის მეურნეობის მინისტრებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

Gruene Woche 2017-ის ფარგლებში გაიმართება მინისტერიალი, რომელსაც საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრება.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
რატომ მოჰყავთ ფერმერებს საზამთრო სიმაღლეზე
3350 Views

საზამთროს „ხეები“ ეს არც დეკორაცია და არც ზღაპარი, არამედ ისრაელის ფერმერებში საზამთროს მოყვანის გავრცელებეული პრაქტიკაა. საზამთროს ვერტიკალური

სრულად
სამკურნალო მცენარეები
წაბლი (Castanea Sativa Mill) სამკურნალო მცენარე
2056 Views

წაბლი — წიფლისებრთა ოჯახის წარმომადგენელია. წაბლი ერთ-ერთი მაღალი, 35 მ-მდე სიმაღლის ხეა, დიამეტრი კი საშუალოდ 1 მეტრამდეა, მაგრამ არც თუ იშვიათია 1,5 მ

სრულად
აგროკავკასია FB