„Berliner Wein Trophy“-ის ჟიურიში ღვინის ექსპერტები საქართველოდან მიიწვიეს

70 Views

ბერლინის ღვინის საერთაშორისო კონკურსის „Berliner Wein Trophy 2019″-ის ჟიურის წევრებად ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი ჩოლობარგია მიიწვიეს.

კონკურსი გერმანიის დედაქალაქ ბერლინში 21-24 თებერვალს იმართება. მასზე მსოფლიოს 41 ქვეყნის 1400-ზე მეტმა ღვინის მწარმოებელმა სხვადასხვა დასახელების პროდუქცია წარადგინეს.

შედეგები ცნობილი მიმდინარე წლის 1 მარტს გახდება ცნობილი. გამარჯვებული ღვინოები ჯილდოვდებიან „პრემიუმ ოქროს”,  „ოქროს” და „ვერცხლის” მედლებით.

კონკურსის პროფესიონალურ ჟიურიში საქართველოს წარმომადგენლების მონაწილეობა კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას საერთაშორისო მასშტაბით.

„Berliner Wein Trophy” გერმანიის ყველაზე მნიშვნელოვანი და უმსხვილესი საერთაშორისო ღვინის კონკურსია და მასში მონაწილეობენ ცნობილი ღვინის მწარმოებლები  მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ყოველწლიურად საკონკურსოდ წარმოდგენილია ათასობით ღვინის ნიმუში.

პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსი „Berliner Wein Trophy 2019″ წელს 23-ედ იმართება „გერმანიის ღვინის მარკეტინგის” ორგანიზებით. კონკურსი ტარდება ვაზისა და ღვინის საერთაშორისო ორგანიზაციის (OIV), ენოლოგთა მსოფლიო ასოციაციისა (UIOE) და ღვინისა და სპირტიანი სასმელების კონკურსების მსოფლიო ფედერაციის (VinoFed) პატრონაჟით.

57Shares

Related Articles

კარტლისი – აგროტექნოლოგიები
სამაცივრო აგრეგატები
სამაცივრე აგრეგატები
მცენარეთა დაცვის საშუალებები
მცენარეთა დაცვა
თქვენი რეკლამა
Georgian Dairy
აგრარული საქართველო
აგრომარკეტი
აგროკავკასია FB