ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარება

91 Views Comment Off

ეკონომიკის სამინისტროს სივრცითი დაგეგმარებისა და სამშენებლო პოლიტიკის დეპარტამენტის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ,,არტსტუდიო-პროექტისა“ და ,,გეოგრაფიკის“ წარმომადგენლები, ასევე სამთო-სათხილამურო კურორტებისა და ტრასების დაგეგმარების სპეციალისტ-ექსპერტები სამუშაო ვიზიტით ბახმაროში იმყოფებოდნენ, სადაც ზამთრის პირობებში, არსებული დასაგეგმარებელი ტერიტორია დაათვალიერეს და საექსპერტო შეფასებები გააკეთეს.

ეკონომიკის სამინისტრო შესაბამის კერძო და საჯარო უწყებებთან ერთად ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის მომზადებაზე მუშაობს.

სპეციალისტების ერთმა ჯგუფმა დასაგეგმარებელი ტერიტორიები, ასევე პანორამული გადმოსახედი ადგილები დაათვალიერა და ზონირებისა და განაშენიანების რეგულირების კონტექსტში შეაფასა. პარალელურად, სპეციალისტების მეორე ჯგუფმა, წინასწარ შემუშავებული გეგმის შესაბამისად, სამთო-სათხილამურო ტრასების, გაუკვალავ თოვლში სრიალის (ჰელისკის) და ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობების ანალიზის მიზნით, შვეულმფრენით შემოგარენი მთების, ხეობებისა და ფერდობების დაზვერვა-შეფასება განახორციელა. ამავე მიზნით თხილამურებით ათი საექსპერტო დაშვება განხორციელდა.

სამუშაო ჯგუფის წევრებმა ერთმანეთში ინფორმაცია გაცვალეს და ბახმაროს განვითარების საკითხებზე იმსჯელეს. დისკუსიაში მონაწილეობა მიიღეს ბახმაროში ჰელისკის განვითარებაზე მომუშავე შვეიცარიელმა ინვესტორმა და მისმა ადგილობრივმა პარტნიორებმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 25 თებერვლის №317 განკარგულების ,,ბახმაროს საკურორტო ზონის განვითარებისათვის ზოგიერთ ღონისძიებათა განხორციელების თაობაზე“ შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ გამოაცხადა კონკურსი ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის ქალაქთმშენებლობითი დოკუმენტაციის შემუშავების მიზნით საპროექტო მომსახურების მომწოდებლის შერჩევაზე.

კონკურსში გამარჯვებულმა კომპანიამ — შპს ,,არტსტუდიო-პროექტმა» უკვე დაასრულა და სამინისტროსთან, ასევე ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეათანხმა პირველი და მეორე ეტაპის სამუშაოები. ამჟამად მიმდინარეობს მუშაობა მესამე ეტაპის სამუშოებზე, რაც ბახმაროს სარეკრეაციო ტერიტორიის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის შემუშავებას გულისხმობს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
კლაასი
თქვენი საეკლამო ბანერი
Georgian Dairy
AgroPlus
ყველის არჩევის ფაქტორები და შენახვის წესები
1346 Views

ადამიანმა რძის ჩაკვეთა და მისგან ყველის ამოყვანა 7000 წლის წინათ ისწავლა. დღეს რძის ჩასაკვეთად სხვადასხვა კვეთი გამოიყენება, ყველაზე ხშირად კი

სრულად
სამკურნალო მცენარეები
აგროკავკასია FB