ბაღდათში ხილის გადამამუშავებელმა საწარმომ ISO სერთიფიკატი მიიღო

ხილი, გადამუშავება

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ხილის გადამამუშავებელი საწარმო შპს „აგროლეინი“ შეიქმნა 2016 წელს, ბაღდათის მუნიციპალიტეტში, სახელმწიფოს ფინანასური დახმარების ხელშეწყობით.

კომპანიაში „აგროლეინი“ ლურჯი მოცვის და ჟოლოს გადამუშავება ხორციელდება.

კომპანია წლიურად 12 ტონა გაყინულ ჟოლოს და 56 ტონა გაყინულ მოცვს აწარმოებს. პროდუქცია იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე.

საწარმოში 30 ადამიანია დასაქმებული. რაც შეეხება კომპანიის კუთვნილ მოცვის ბაღებს, წელს 1 ჰექტარზე 10 ტონა მოსავალს ელოდებიან. სეზონურად კომპანია ბაღებში 100-მდე ადგილობრივს ასაქმებს.

2017 წლის ივნისში, ფრანგულმა კომპანიამ „Bureau Veritas“ შპს „აგროლეინს“ მიანიჭა ISO 22000:2005 სერთიფიკატი.

სერტიფიკატი

თქვენი რეკლამა