BACSA-ს კონფერენციაზე მეაბრეშუმეობის განვითარებაზე იმსჯელეს

მეაბრეშუმეობა

ქალაქ შეკში (აზერბაიჯანის რესპუბლიკა), მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ასოციაციის (BACSA) რიგით მე-8 კონფერენციაზე, საქართველოში მეაბრეშუმეობის დარგში არსებულ მდგომარეობასა და განვითარების პერსპექტივებზე იმსჯელეს.

კონფერენციაში მონაწილეობა სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის წარმომადგენლებმა მიიღეს. ყურადღება მეაბრეშუმეობის დარგის განვითრებისთვის საქართველოში არსებულ ინოვაციურ ტექნოლოგიებზე გამახვილდა.

მეაბრეშუმეობის საერთაშორისო ასოციაციის (BACSA) რიგით მე-8 კონფერენციის ფარგლებში, აბრეშუმის  ხელთნაკეთი ნაწარმის გამოფენა მოეწყო.

მონაწილეებმა  ქალაქ შეკის მეაბრეშუმეობის აბრეშუმის პარკსახვევი ფაბრიკა დაათავლიერეს, რომელშიც ძველ დაზგა-დანადგარებთან, საქსოვ, სამღებრო  და საჩითავ მოწყობილობებთან ერთად თანამედროვე ძაფსახვევი მანქანებია განთავსებული.

კონფერენციაში მონაწილეობას 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელი იღებდა, მათ შორის,  ბულგარეთის, რუმინეთის, ჩინეთის, კუბის და სხვა ქვეყნების მეაბრეშუმეები.

თქვენი რეკლამა