აზიური ფაროსანასგან დასაცავად ციტრუსის ბაღების შეწამლვა მიმდინარეობს

190 Views

ნარინჯისფერი რთველი ახლოვდება, ციტრუსის შეწამვლა აზიური ფაროსანასგან დასაცავად დროულად უნდა მოხდეს, რათა მანდარინისა და ფორთხოლის მოსავლის აღებამდე  აუცილებელი 20 დღიანი ვადა დაცული იყოს.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, აზიური ფაროსანას გავრცელების ინტენსივობის დადგენის მიზნით სსიპ „სურსათის ეროვნული სააგენტოსთან“ ერთად მონიტორინგი განახორციელა.

ამისთვის გამოყენებული იქნა სპეციალური ფერომონები (მწერის დამჭერი) ქობულეთის, ხელვაჩაურის და ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე 87 სოფელში დამონტაჟებული იქნა 425-ზე მეტი ფერომონი.

კერძოდ ქობულეთის მუნიციპალიტეტში 224 ფერომონი 50 სოფელში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი 167 ფერომონი 31 სოფელში; ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტში 34 ფერომონი.

მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაცემული იქნა ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი.

აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მექანიზაციის საშუალებების მომსახურეობის შესყიდვის მიზნით გამოყოფილი იქნა 300 000 ლარი.

მოახლოებული ციტრუსის სეზონთან დაკავშირებით, სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გადაცემული იქნა 13 000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი და საინფორმაციო ბუკლეტი, რომელიც გადანაწილებული იქნა მუნიციპალიტეტებში, ქობულეთი 5300 ლიტრი, ხელვაჩაური — 4200 ლიტრი, ქ. ბათუმი — 2100 ლიტრი, ხოლო, ქედის მუნიციპალიტეტში  — 1400 ლიტრი. სულ ისარგებლა 52 000 ათასმა ფერმერმა.

გარდა ამისა გამოყოფილი იქნა 3000 ლიტრი ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი, რომელიც დამატებითი საჭიროებისათვის გადაეცემათ ფერმერებს.

აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მექანიზაციის საშუალებების მომსახურეობის შესყიდვის მიზნით  დამატებით გამოყოფილი იქნა 80 000 ლარი, ციტრუსოვანთა პლანტაციებში მაღალი რისკის შემცველი ზონების შესაწამლად.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ორგანიკა
ორგანიკა, ბიო
Georgian Dairy
თქვენი რეკლამა
AgroPlus
ფერმერები სარწყავი წყლის მისაღებად ნისლს აგროვებენ
1279 Views

პერუს მაღალმთიანეთში მცხოვრები ფერმერები, სარწყავი წყლის მისღებად ნისლს აგროვებენ. სოფლის მეურნეობის პროდუქტების საწარმოებლად, აქაური ფერმერები ძირითადად კვირაში სამჯერ მოტანილი წყლის იმედად იყვნენ, ეხლა კი თვითონ

სრულად
სამკურნალო მცენარეები
მრავალძარღვა — უძველესი სამკურნალო მცენარე, რეცეპტები
3576 Views

მრავალძარღვა (ლათ. Plantago major) მრავალწლიანი ბალახოვანი მცენარეა მრავალძარღვასებრთა ოჯახიდან. ფესურა მოკლეა, სქელი, ვერტიკალური, ყოველი მხრიდან წვრილი ფუნჯა ფესვებით ფოთლები ქმნიან როზეტს, რომლის ცენტრიდან ამოდის უფოთლო

სრულად
აგროკავკასია FB