„აზიური ფაროსანას“ წინააღმდეგ ბრძოლისთვის 13 მილიონი დაიხარჯება

240 Views Comment Off

გუშინ გამართულ მთავრობის სხდომაზე, საქართველოს მთავრობამ მიიღო განკარგულება „აზიური ფაროსანას წინააღმდეგ გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“. ამასთან დაკავშირებით სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ გიორგი იაკობაშვილმა პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

სააგენტო მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციების გათვალისწინებით, სრულმასშტაბიან მონიტორინგს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჩაატარებს.

დასავლეთ საქართველოში განისაზღვრება მავნებლის გავრცელების არეალი და დადგინდება ქიმიური შესხურების ზუსტი თარიღი. ქვეყნის დანარჩენ ტერიტორიაზე კი, მონიტორინგი მავნებლის შესაძლო გავრცელების შესასწავლად ჩატარდება.

მონიტორინგის ფარგლებში, დაგეგმილია, აგრეთვე, სპეციალური დამჭერი ხაფანგების (ფერომონების) განთავსება. მონიტორინგის შედეგების მიხედვით დაიგეგმება შესაბამისი ღონისძიებები, ქიმიური წამლობა.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათის ეროვნული სააგენტო შეისყიდის შესაბამის პრეპარატს და ტექნიკას, რომელიც უსასყიდლოდ გადაეცემა ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს. მავნებლის გავრცელების კერებში შეწამვლით სამუშაოებს ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ჯგუფები განახორციელებს, რომლებსაც წინასწარ ჩაუტარდებათ შესაბამისი სწავლებები.

მოსახლეობისთვის (რომელთა ფართობი არ აღემატება 1,5 ჰექტარს) სახელმწიფო საკუთარი სახსრებით განახორციელებს შეწამლვას, 5 ჰექტრამდე ფართობის მფლობელებს კი, პრეპარატი გადაეცემათ.

მოსახლეობისთვის აზიური ფაროსანას შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მიწოდების მიზნით, განხორციელდება აქტიური საინფორმაციო კამპანია. მავნებლის ინტენსიური გავრცელების რეგიონებში, შეიქმნება საკოორდინაციო შტაბები; ამოქმედდება ცხელი ხაზი, ასევე მუდმივად განახლებადი ვებგვერდი, სადაც განთავსდება მავნებლის გავრცელების ელექტრონული რუკა.

წინასწარი მონაცემებით აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებებზე 13 მილიონი ლარი დაიხარჯება. აქედან 7,5 მილიონ ლარს საქართველოს მთავრობა, ხოლო 5,5 მილიონ ლარს ამერიკის მთავრობა გამოყოფს.

საქართველოს მთავრობის განკარგულების წარმოდგენილი პროექტით, 2017 წელს გათვალისწინებულია აზიური ფაროსანას ყველაზე მეტად გავრცელებულ კერებში (სამეგრელო, გურია, სამტრედია, გალის რაიონი) მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში თხილის ნარგავების (რომელთა ფართობი არ აღემატება 1,5 ჰექტარს) ორჯერადი დამუშავება ზურგსაკიდი ძრავიანი შემასხურებელი აპარატებით.

შეწამვლითი სამუშაოების ჩატარება დაგეგმილია 48 544 ჰექტარზე. ასევე, სამუშაოების ჩასატარებლად ბიფეტრინის შემცველი ინსექტიციდი გადაეცემათ პირებს, რომელთაც საკუთრებაში, სარგებლობაში ან/და ფაქტობრივ მფლობელობაში გააჩნიათ 1.5 ჰა-დან 5 ჰა-მდე თხილის ფართობი (ჯამში, დაახლოებით 5 200 ჰა).

მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციით, შეწამვლითი სამუშაოების დაწყება მიზანშეწონილია მაის-ივნისში, მავნებელის დაფრთიანებამდე (ნიმფის ასაკში).

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2015 წელს დაფიქსირდა და 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი, თხილის გარდა, აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო-სამეურნეო კულტურას.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB