აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლა მაისი-ივნისში დაიწყება

358 Views Comment Off

სურსათის ეროვნული სააგენტო დასავლეთ საქართველოში გამოვლენილი მავნებლის — აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო შეწამვლით სამუშაოებს მაისი-ივნისის პერიოდში დაიწყებს.

„დასავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში უკვე გამოჩნდა აღნიშნული მავნებელი, თუმცა, იგი ამ პერიოდში საფრთხეს არ წარმოადგენს. სააგენტო შესაბამის ღონისძიებებს თანმიმდევრულად განახორციელებს. მავნებლის პოპულაციის შემცირებისთვის მნიშვნელოვანია სპეციალისტების რეკომენდაციების გათვალისწინება და ქიმიური წამლობის შესაბამის პერიოდში ჩატარება.

მსოფლიოს წამყვანი ენტომოლოგების რეკომენდაციით, ქიმიური შესხურება ეფექტიანია მავნებლის დაფრთიანებამდე (ნიმფის ასაკში, მაისი-ივნისის პერიოდში). ამ მიზნით, სურსათის ეროვნული სააგენტო წამყვანი ენტომოლოგების მონაწილეობით, მუდმივ რეჟიმში განახორციელებს მონიტორინგს, რათა ზუსტად განისაზღვროს მავნებლის გავრცელების არეალი და დადგინდეს წამლობის ზუსტი თარიღი.

მონიტორინგის ფარგლებში მნიშვნელოვანია მოსახლეობის ჩართულობა და მავნებლის გავრცელების შესახებ ინფორმაციის განახლება“ — განაცხადა სურსათის ეროვნული საგენტოს უფროსის მოადგილემ ზურაბ ლიპარტიამ.

აზიური ფაროსანა დასავლეთ საქართველოში 2016 წელს გავრცელდა. მავნებელმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მეთხილეობის დარგს. ინვაზიური მავნებელი თხილის გარდა აზიანებს თითქმის ყველა სახის სასოფლო- სამეურნეო კულტურას.

აღნიშნული პრობლემის მოგვარების მიზნით, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, დაუყოვნებლივ, 2016 წლის ოქტომბერში, აშშ-ის განვითარების სააგენტოს (USAID) საქართველოს სასოფლო-სამეურნეო წარმოების ეფექტიანობის აღდგენის პროექტის (REAP) მხარდაჭერით, მსოფლიოს წამყვან სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავა აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებების სტრატეგია, რომელიც ითვალისწინებს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს (ქიმიური წამლობა) და მონიტორინგს.

Share Button

Related Articles

კარტლისი — აგროტექნოლოგიები
კარტლისი — აგროტექნოლოგიები
თქვენი რეკლამა
თქვენი რეკლამა
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
ტრაქტორი — ფერმერთა აპლიკაცია
აგროსფერო
აგროსფერო
კლაასი
კლაასი
თქვენი სარეკლამო ბანერი
თქვენი სარეკლამო ბანერი
Georgian Dairy
Georgian Dairy
აგრორჩევები
აგროკავკასია FB